Thumbnail

ექვსი ერი - ირლანდიამ მესამე შეხვედრაც მოიგო, სამყურები ტრიუმფს უახლოვდებიან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ირლანდია 37:27 უელსი.
  • ირლანდიელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება.
  • უელსელები მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ.

ექვსი ერის მესამე ტურის მეორე მატჩი ‘’ავივა სტედიუმზე’’ გაიმართა. ირლანდიამ უელსს უმასპინძლა. ბოლო ხუთი მატჩიდან სამი უელსს ჰქონდა მოგებული, ერთი ირლანდიას და ერთი შეხვედრაც ფრედ იყო დასრულებული.

უელსელები მე-3 წუთზე ლი ჰალფპენის ჯარიმით წინ გავიდნენ, რასაც ირლანდიამ 3-წუთში ჯეიკობ სტოკდეილის ლელოთი უპასუხა. მე-20 წუთზე უელსელები კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ. გარეთ დევისმა ლელო დადო, ხოლო ჰალფპენმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. 30-ე წუთზე ჰალფპენმა ჯარიმაც გაიტანა. ჯონ სექსტონმა 35-ე წუთზე ჯარიმით შეამცირა ანგარიშში სხვაობა. პირველი ტაიმის დრო ამოწურული იყო, როდესაც ბანდი აკის ლელოთი ირლანდიამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სექსტონის გარდასახვით მასპინძლებმა ტაიმი 15:13 მოიგეს.

მეორე ტაიმში ირლანდიამ 44-ე წუთზე ლელო დადო. თავი დენ ლივიმ გამოიჩინა - სექსტონმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა. 53-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა სოლიდური გახდა, კიან ჰილის ლელოთი ირლანდიამ 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

უელსელები არ დანებდნენ - მეტოქის ჩათვლის მოედანში ორი ლელო დადეს. აარონ შინგლერისა და სტეფ ევანსის ლელოები ჰალფპენმა გარდასახა. ლელოებს შორის ირლანდიელმა კონორ მიურეიმ ჯარიმის გატანა მოასწრო. ანგარიში 30:27 იყო, როდესაც სტოკდეილმა გარეთ ენსკომბის პასი ჩაჭრა და ბურთი ძელებს შორის დაამიწა. ჯოი კარბერიმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ირლანდიელებმა მატჩი 37:27 მოიგეს.

ირლანდიამ ექვს ერში სამიდან სამი მატჩის მოგება მოახერხა და 14-ქულით ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე - კრის ფარელი.
ჯონ სექსტონი და ლი ჰალფპენი.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები