Thumbnail

იანვრის ბაშოს წინ | ტოჩინოშინი სანიაკუში აღარ არის, გაგამარუ ელიტიდან გავარდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სუმოს ასოციაციამ იანვრის ბაშოსთვის ბანძუკე გამოაქვეყნა
  • 2020 წლის პირველი ბაშო 12-26 იანვარს გაიმართება

დღეს სუმოს ასოციაციამ იანვრის ბაშოსთვის ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოაქვეყნა. როგორც მოველოდით, ყოფილმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) სუმოს ელიტური ფენის, სანიაკუს რიკიშის სტატუსი დაკარგა და რიგითი მაეგაშირა გახდა - ტოჩინოშინი 2020 წლის პირველ ბაშოზე, რომელიც ტოკიოში გაიმართება, დასავლეთის მე-6 მაეგაშირას რანგში იჭიდავებს.

სანიაკუს სუმოისტის სტატუსი სუმოს ელიტის 8-10 სპორტსმენს აერთიანებს - იოკოძუნებს, ოძეკებს, სეკივაკეებსა და კომუბებს. 

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბაშოზე ტოჩინოშინი სეკივაკეს რანგში იბრძოდა ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, მაგრამ ბაშოზე ძალზე ეფექტური გამარჯვება ძვირი დაუჯდა - ნეკნი გაიტეხა და ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას ვინ ჩივის, სუმოს იერარქიაში შესამჩნევად დაიხია უკან.

ტოჩინოშინი 2018 წლის იანვრის შემდეგ პირველად არ იჭიდავებს სანიაკუს რიკიშის სტატუსით. ამ ხნის განმავლობაში მან 7 ბაშო ოძეკის რანგში იჭიდავა, 4 კი სეკივაკის. 

იმისთვის, რომ კომუსუბი გახდეს, ტოჩინოშინმა ძალიან კარგად უნდა იჭიდაოს იანვრის ბაშოზე, მინიმუმ, ათზე მეტი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს. 

მესამე, მაკუშიტას დივიზიონში დაქვეითდა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც მაკუშიტას მე-9 ნომერი იქნება. გაგამარუს იანვარში 7 ორთაბრძოლის გამართვა მოუწევს. გაგამარუმ კარიერაში მეორედ დაკარგა სეკიტორის (ელიტის სუმოისტი - დაახლოებით 70 სპორტსმენი) სტატუსი და იმედია, ისევ დაიბრუნებს. ამისთვის მას უბრალოდ, დადებითი ბალანსი (4-3) ალბათ, არ ეყოფა.

იანვარში გოეიდო კადობანში იქნება და უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში, ოძეკის რანგს დაკარგავს.

ბანძუკეს ფაქტები

👉 ასანოიამა კარიერაში პირველად გახდა სეკივაკე. ტაკაიასუ ოძეკობიდან დაქვეითდა და ახლა სეკივაკეა. 

👉 ზედიზედ მე-4 ტურნირია, აბი კომუსუბის რანგს ინარჩუნებს. დაიეიშო კომუსუბის რანგში დებიუტანტია. 

👉 უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დებიუტი ექნება კირიბაიამას, ბრუნდება აზუმარიუ, იკიოი, ტოჩიოძანი და ტოკუშორიუ. 

კომენტარები

ბოლო ამბები