Thumbnail

ფერარი | ახალი კონტრაქტი და სამჯერ მეტი ხელფასი შარლ ლეკლერს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფერარიმ შარლ ლეკლერს კონტრაქტი გაუგრძელა
  • 22 წლის მრბოლელი წელიწადში 9 მილიონს მიიღებს

როგორც მოსალოდნელი იყო, შარლ ლეკლერმა წინასაახალწლოდ ფერარისგან ძალიან მაგარი საჩუქარი მიიღო: 22 წლის უნიჭიერესი მრბოლელი სკუდერიასთან ახალ კონტრაქტს აფორმებს, რომელსაც ვადა 2024 წლამდე ექნება. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ლეკლერის ხელფასი გასამმაგდება - შარლი წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ ევროს მიიღებს.

“ამ სეზონში ყოველი რბოლის შემდეგ ვრწმუნდებოდით, რომ შარლთან კონტრაქტის გაგრძელება აუცილებელი იყო. მან უდიდესი პროგრესი განიცადა და ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ფერარის ღირსეული პილოტია,” - განაცხადა ფერარის გუნდის შეფმა მატია ბინოტომ.

შარლ ლეკლერი და სებასტიან ფეტელი

ფერარიში თავის პირველ სეზონში ლეკლერმა ორი გრანპრი მოიგო და სებასტიან ფეტელის პირველობა გუნდში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ფეტელზე კი წნეხი იზრდება. გერმანელს ფერარისთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.

“ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ შარლი ჩვენთან კიდევ 5 სეზონს გაატარებს. ლეკლერი და სკუდერია მომავალს ერთად გეგმავენ,” - დასძინა ბინოტომ.

კომენტარები

ბოლო ამბები