Thumbnail
  • მიროსლავ ჯუკიჩი ხიხონის სპორტინგის მწვრთნელი გახდა
  • სარაგოსა ბარსელონას რიკი პუიგზე მოელაპარაკა

ლა ლიგა 2-ის ხიხონის სპორტინგმა ახალი მწვრთნელი დანიშნა - სერბი სპეციალისტი მიროსლავ ჯუკიჩი. 53 წლის ჯუკიჩმა ასტურიული კლუბი გავარდნისგან უნდა იხსნას, სპორტინგი ამჟამად მე-15 პოზიციაზეა. რა კავშირშია ვალენსიას ექსმოთამაშე და მწვრთნელი გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერთან? 

ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ სარაგოსას პაპუნაშვილის დატოვების სურვილი აღარ აქვს, წასვლა თავად ქართველ ლეგიონერსაც სურს. ესპანური მედიის აზრით, პაპუნაშვილს ფენომენალური პირველი სეზონი ჰქონდა არაგონულ კლუბში, მეორეში კი ის ტრავმებმა გააწამეს. ახლა "პაპუ" ვერ ამართლებს სარაგოსას ხელმძღვანელობისა და ფანების იმედებს. 

"ტრანსფერმარკტის" ცნობით, პაპუნაშვილის ფასი შემცირდა - ის დღეიდან €500 ათასი ღირს. 

ცნობილი გახდა, რომ პაპუნაშვილით MLS-ის გუნდები, ნიუ იორკი და დალასი დაინტერესდნენ. სარაგოსას გეგმებში კი გაძლიერება შედის. საქმე ისაა, რომ ლა ლიგა 2 ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძნელადპროგნოზირებადი ლიგაა. სარაგოსამ ელიტაში გადასვლა დაისახა მიზნად, შინჯი კაგავათი და ლუის სუარესით გაძლიერდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გუნდი 33 ქულით მე-5 ადგილზეა.

სპორტინგი მიროსლავ ჯუკიჩმა ჩაიბარა

სარაგოსა კიდევ უფრო გაძლიერებასა და იმ ფეხბურთელების გაყიდვას გეგმავს, რომელთაც ბაზარზე სატრანსფერო ფასი გააჩნიათ - ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი სწორედ ასეთია. თითქმის გადაწყვეტილია, რომ სარაგოსაში ბარსელონას რიკი პუიგი (პუჩი კატალონიურად) გადადის. ეს კი იმის ნიშანია, რომ არაგონული გუნდი ხორხე პომბოსა და გიორგი პაპუნაშვილს შეელევა.

elgoldigital-ის ინფორმაციით, ჯუკიჩმა სპორტული დირექტორისგან ხიხონში პირველი სწორედ ამ დუეტის შეძენა მოითხოვა. სერბს მიაჩნია, რომ პაპუნაშვბილი და პომბო სპორტინგს ლა ლიგა 2-ში დარჩენის საკითხს გადაუწყვეტენ.

კომენტარები

ბოლო ამბები