Thumbnail
  • ესპანური გუნდი დუშკო ივანოვიჩსა და ხავიერ პასკუალს ესაუბრება
  • თორნიკე შენგელიას ბასკონიას წარუმატებელი სეზონი აქვს

ესპანური ბასკონია, რომლის კაპიტანიც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლავთ, შესაძლოა, 62 წლის დუშკო ივანოვიჩმა ჩაიბაროს.

მონტენეგროელმა სპეციალისტმა ამ დღეებში კონტრაქტი გაწყვიტა სტამბოლის ბეშიქთაშთან, ბასკონიელებმა კი ხორვატი ველიმირ პერასოვიჩი დაითხოვეს.

გუშინ, ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში სან პაბლო ბურგოსთან მატჩზე ბასკონიელები პერასოვიჩის ასისტენტმა ხოსეპ მარია ბეროკალმა გაიყვანა, თუმცა, გუნდმა ისევ მარცხი განიცადა.

რაც შეეხება ივანოვიჩს, მას სამწვრთნელო ასპარეზზე დიდი გამოცდილება გააჩნია, კონკრეტულად ბასკონია კი უკვე 2-ჯერ (2000-05 და 2008-12 წლები) გაუწვრთნია.

დუშკომ მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და მას შემდეგ, სხვებთან ერთად, ლიმოჟში, ბარსელონაში, პანათინაიკოსში, ხიმკიში და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებში უმუშავია.

ამ დღეებში განჩდა ინფორმაცია, რომ ბასკონიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხავიერ პასკუალის კანდიდატურაც განიხილება.

ხავიერ პასკუალი ბოლოს პანათინაიკოსში მუშაობდა

ესპანელი მწვრთნელი ბოლოს პანათინაიკოსში მუშაობდა და საბერძნეთის ჩემპიონატი 2-ჯერ (2017, 2018) მოიგო, 2010-ში კი ბარსელონასთან ერთად ევროლიგაში იმარჯვა.

ვთქვათ ისიც, რომ ბასკონიას როგორც შიდა, ასევე საგარეო ასპარეზზე კარგი დროება არ უდგას. შენგელიას გუნდს ესპანეთის ჩემპიონატშუ 7-7 მოგება-წაგებით მე-7 ადგილი უკავია, ევროლიგაში კი 6 გამარჯვებითა და 9 მარცხით მხოლოდ მე-13 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები