Thumbnail
  • გიორგი შერმადინი ტურნირზე საშუალოდ 16.7 ქულას აგდებს
  • ქართველი ცენტრი ევროპაში ყურადღების ცენტრშია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იბეროსტარ ტენერიფეს ცენტრი გიორგი შერმადინი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ევროპული კალათბურთის ყურადღების ცენტრში იმყოფება.

ლამის დღე არ გავა, შერმადინზე რაიმე სიახლე არ გავიგოთ და ცხადია, ყველა მათგანი პოზიტიური ხასიათისაა. ამჯერად, 30 წლის ქართველი კალათბურთელის გარჯა ჩემპიონთა ლიგის პრესსამსახურმა დააფასა და მისი მონაწილეობით მომენტი დეკემბრის TOP 10-ში შეიყვანა.

შერმადინმა თავ გერმანულ ბამბერგთან მატჩში გამოიჩინა, რომელიც მისმა გუნდმა 82:64 მოიგო, თავად კი 23:59 წუთში 19 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.

ქართველმა ლეგიონერმა სწრაფ კონტრიერიშს ფეხი კარგად აუწყო და ეფექტური სლემ-დანქი განახორციელა.

გიოს დროული პასი ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა შეაყოლა, რომელსაც იმ დღეს 13 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

ვთქვათ ისიც, რომ ამ დროისთვის ევროთასზე შერმადინის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 23.5 წუთი, 16.7 ქულა, 6.2 მოხსნა, 2.0 პასი, 1.0 ჩაჭრა.

შეგახსენებთ, რომ იბეროსტარ ტენერიფეს ჩემპიონთა ლიგაში 9-დან 8 მოგება აქვს და ც ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი გაისად, 8 იანვარს, სტუმრად, ბერძნულ პერისტერისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები