Thumbnail
  • გელა აფრასიძე და ბექა გიგაშვილი საუკეთესო XV-ში შეიყვანეს
  • ქართველმა ლეგიონერებმა სადებიუტო ლელოები მიითვალეს

21 წლის ქართველი მორაგბის გელა აფრასიძის ლელო საფრანგეთის TOP 14-ის გასული ტურის ტოპ-ხუთეულში მოხვდა.

ამასთან, ქართველი 9 ნომერი და ბორჯღალოსანთა კიდევ ერთი წევრი ბექა გიგაშვილი მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მონპელიეში მოთამაშე აფრასიძემ თავი რასინგთან გასვლით შეხვედრაში გამოიჩინა, რომელიც მისმა გუნდმა 25:29 წააგო.

გელა სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ღერძში მსოფლიოს სამხრეთაფრიკელ მსოფლიოს ჩემპიონ ანდრე პოლარდთან შეწყვილებულმა მინდორზე 54 წუთი გაატარა, TOP 14-ში მისთვის სადებიუტო ლელო კი მე-15 წუთზე ლამაზი გარღვევის შემდეგ დადო.

მე-11 ტურის სიმბოლურ ხუთეულში აფრასიძის ლელო მე-3 ადგილზე გავიდა და მას მხოლოდ ჟოფრი პალისმა (კასტრი) და არტურ ბონევალმა (ტულუზა) აჯობეს.

რასინგთან მატჩში მონპელიეს მაისურით მიხეილ ნარიაშვილმა, ლევან ჩილაჩავამა და კოტე მიქაუტაძემაც ითამაშეს.

ძალიან ნაყოფიერად გაისარჯა 27 წლის გიგაშვილიც, რომელიც ფრანგულსავე შამბერში და გრენობლში თამაშობდა, ტულონს კი მიმდინარე სეზონის სტარტზე მიაშურა და ახალი გუნდის მაისურით ასევე პირველი ლელო დადო.

ტულონელებმა კლერმონს დამაჯერებლად – 41:19 მოუგეს, ქართველმა ბურჯმა მოედანზე 52 წუთი გაატარა, ხოლო ლელო 25-ე წუთზე მიითვალა.

ამავე შეხვედრაში მინდორზე 62-ე წუთზე გამოჩნდა კლერმონელთა ახალგაზრდა პირველხაზელი ბექა კაკაბაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები