Thumbnail
  • ინტერმა აუტსაიდერ ბენევენტოს 2:0 მოუგო.
  • ბოლონიამ ჯენოა დაამარცხა - 2:0.

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში მილანის ინტერმა 2:0 მოუგო ბენევენტოს. 66-ე წუთზე ანგარიში სლოვაკმა მილან შკრინიარმა გახსნა. 69-ე წუთზე კი ჟოაო კანსელოს პასით გოლი ანდრეა რანოკიამ გაიტანა. 81-ე წუთზე ბენევენტო 10 კაცის ამარა დარჩა.

ინტერი 26 თამაშიდან 51 ქულით მესამე ადგილზეა, თუმცა ამ ტურში მისი გადაწრების შანსი რომასა და ლაციოს აქვთ. 

ინტერმა ბოლო 11 თამაშში მხოლოდ მეორე მატჩი მოიგო. 

გამარჯვების მიუხედავად, ლუჩანო სპალეტის გუნდმა კვლავ უღიმღამო თამაში აჩვენა.

მატია დესტრო

 

ბოლონია 2:0 ჯენოა

ბოლონიამ ჯენოას 2:0 მოუგო, მატია დესტრომ გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები