Thumbnail

კიდევ ერთი დინამო - ზუგდიდმა სახელი შეიცვალა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ზუგდიდური გუნდი ახალი სახელით იასპარეზებს
  • კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა

საფეხბურთო კლუბმა ზუგდიდის ზუგდიდმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა რომ გუნდს სახელი შეუცვალეს. ეროვნულ ლიგა 2-ში გუნდი ზუგდიდის დინამოს სახელით იასპარეზებს. სახელის ცვლილებამ ზუგდიდელ გულშემატკივართა ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. გთავაზობთ განცხადებას:

"ცვლილება გუნდის სახელწოდებაში - "დინამო" ზუგდიდი

მომავალ საფეხბურთო ჩემპიონატზე, ეროვნულ ლიგა 2-ში, ზუგდიდის "ზუგდიდი", ახალი სახელწოდებით იასპარეზებს და ახალ სეზონზე მას, "დინამო" ზუგდიდი ერქმევა.

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გუნდის ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებით, ცვლილება რეესტრში გატარებულია. ზუგდიდური გუნდი, "დინამო"-ს სახელით საქართველოს ჩემპიონატსა და სსრკ-ს ჩემპიონატის მეორე ლიგის 9-ე ზონაში ათეული წლების წინ ასპარეზობდა (1974 წწ-1990 წწ-მდე). 1995-96 წწ-ში გუნდმა კვლავ დაიბრუნა "დინამო"-ს სახელი, თუმცა სახელწოდების ხშირი ცვლაც იყო, ხოლო 2000 წლებიდან გუნდი კვლავ ამავე სახელს მიუბრუნდა, მაგრამ მცირე პერიოდით და ამ ეტაპზე ზუგდიდური გუნდი ზედა ელიტაში აღარ ასპარეზობდა.

2019 წლის ბოლოს კი გუნდს, კვლავ "დინამო" ზუგდიდი ეწოდა და როგორც აღვნიშნეთ, მომავალი სეზონიდან ზუგდიდური კლუბი ამ სახელწოდებით იასპარეზებს. ცვლილება შეეხო მხოლოდ სახელს და უცვლელი რჩება გუნდის ლოგო (მცირე კორექტირებით)".

კომენტარები

ბოლო ამბები