Thumbnail
  • მაკგრეგორი 19 იანვარს ბრუნდება
  • ბილეთები მის ბრძოლაზე რეკორდულად სწრაფად გაიყიდა
  • 2020 წელს მაკგრეგორი სამი ბრძოლის გამართვას გეგმავს

კონორ მაკგრეგორს წელიწადზე მეტია არ უჩხუბია, თუმცა ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მებრძოლად რჩება. 18 იანვარს, ლას ვეგასში, მას დონალდ სერონესთან აქვს ბრძოლა.

UFC-ის ცნობით, მაკგრეგორის ბრძოლის ბილეთები რეკორდულად სწრაფად, სამ წუთში გაიყიდა. დანა ვაითმა აღნიშნა, რომ შემოსავალი უკვე 10 მილიონს აჭარბებს და ეს UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საღამო იქნება.

ბილეთების ფასი 350 დოლარიდან იწყებოდა. საუკეთესო ადგილები კი 1500 დოლარი ღირდა.

წელს სერონესთან ბრძოლა მაკგრეგორისთვის ერთადერთი არ იქნება - მას ამ წელს სამი ბრძოლის გამართვა სურს, მათ შორის, ხაბიბთან მატჩ-რევანში.

კომენტარები

ბოლო ამბები