Thumbnail
  • ბილბაოსთან ვერმოგების მიუხედავად, ზიდანი თამაშით კმაყოფილია
  • რეალი პროგრესირებს და ზიდანს უგოლო სერია არ აღელვებს
  • იანვარში მადრიდელებს თავდამსხმელი დასჭირდებათ

მადრიდის რეალმა 2019 წლის ბოლო შეხვედრაში, დიდი უპირატესობის მიუხედავად, ბილბაოს ვერ მოუგო (0:0) და ბარსელონას ორი ქულით ჩამორჩა. მატჩის შემდეგ ზიდანი თამაშის ხარისხით კმაყოფილი იყო, შედეგით კი არა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მისი გუნდი პროგრესირებს.

ზიდანი: "ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს და ასი პროცენტი გაიღეს, თუმცა უკმაყოფილო ვარ შედეგის გამო. მას შემდეგ, რაც დავბრუნდი, გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა და დარწმუნებული ვარ, 2020-ში კიდევ უკეთ ვითამაშებთ".

ჟურნალისტების კითხვები შეტევაში რეალის პრობლემებზე ჰქონდათ - დეკემბერში ლა ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში რეალმა მხოლოდ სამი გოლი გაიტანა.

ზიდანი: "ეს შედეგი არ მაღელვებს და იანვარში თავდამსხმელის შეძენას არ ვაპირებთ. ახალი ფორვარდი მე არ მჭირდება".

ესპანურ პრესაში წერენ, რომ ზამთარში რეალს სამი ფეხბურთელი დატოვებს - ოდრიოსოლა და ორი თავდამსხმელი - მარიანო დიასი და ლუკა იოვიჩი, მათ ნაცვლად კი, ზიდანს ბენზემას შემცვლელად სხვა ფორვარდის ყიდვა დასჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები