Thumbnail
  • ოკლაჰომა 118:112 კლიპერსი
  • კავაი ლეონარდმა თამაში გამოტოვა
  • ოკლაჰომაში ჯორჯის დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა

ლოს ანჯელეს კლიპერსი ოკლაჰომაში თამაშობდა. კავაი ლეონარდი წელსაც აგრძელებს თავის სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც იგი რეგულარულში გადატვირთულ გრაფიკს და ზედიზედ შეხვედრებს თავის არიდებს. ამ მიზეზით მან ოკლაჰომაში არ ითამაშა.

მის გარეშე კლიპერსს ძალიან გაუჭირდა. კალიფორნიელები მთელი თამაში იგებდნენ, ერთი მომენტი მათი უპირატესობა 18 ქულამდეც ავიდა, თუმცა მატჩის ბოლოს ოკლაჰომა კლიპერსს დაეწია და ბოლო წუთებში დენის შრიოდერის კარგი თამაშის წყალობით თამაში მოიგო კიდეც.

კავაის გარეშე საუკეთესო კლიპერსში ლუ უილიამსი იყო 22 ქულით, თუმცა 20-დან მხოლოდ 7 სროლა ჩააგდო.

შეხვედრის მთავარი ინტრიგა პოლ ჯორჯის ოკლაჰომაში დაბრუნება იყო. ჯორჯს ოკლაჰომას ტრიბუნები აპლოდისმენტებით შეხვდა. კავაის გარეშე ჯორჯმა კლიპერსს ვერ ულიდერა - 17-დან მხოლოდ 6 ზუსტი სროლა და 18 ქულა.

ძალიან კარგი თამაში ჰქონდა ოკლაჰომას ახალგაზრდა ლიდერებს - ჯილგეს-ალექსანდერმა 32 ქულა ჩააგდო, დენის შრიოდერმა კი - 28. აღსანიშნავია, ოკლაჰომას ცენტრის სტივენ ადამსის 20 ქულა - ადამსმა 15-დან 10 სროლა გამოიყენა, რაც ზუსტი სროლების 65 პროცენტზე მეტია.

📺 ოკლაჰომა 118:112 კლიპერსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები