Thumbnail
  • ლეიკერსი 104:128 დენვერი
  • ლებრონმა ტრავმის გამო არ ითამაშა
  • ენტონი დევისს 32 ქულა ჰქონდა

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ზედიზედ მესამე თამაში წააგო. ხანგრძლივი გასვლითი ტურნეს შემდეგ, პირველივე საშინაო შეხვედრაში, კალიფორნიელები მეორე ადგილზე მყოფ დენვერს მასპინძლობდნენ და 24 ქულით წააგეს.

მარცხის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ლებრონ ჯეიმსი ტრავმის გამო შეხვედრას ტოვებდა. მის გარეშე ლეიკერსს ყველაზე მეტად ბურთის მოძრაობა უჭირდა - კალიფორნიელებმა შეხვედრა 19 დაკარგვით დაასრულეს (დენვერს მხოლოდ 8 დაკარგვა ჰქონდა). გარდა ამისა, დენვერმა 13-ჯერ მოპარა ბურთი ლეიკერსს. შედეგად, დენვერს მთელი 9 სროლით მეტი ჰქონდა, ვიდრე ლეიკერსს.

ბოლო თამაშებია ეს ორი მაჩვენებელი (დაკარგვები, მოპარვები) ლეიკერსს სტაბილურად კატასტროფული აქვს.

მრავლისმთქმელი იყო შედეგიანი გადაცემების რაოდენობა - დენვერს 31 შედეგიანი პასი ჰქონდა, ლეიკერსს კი მხოლოდ - 18, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლორადოელები ბურთს ბევრად უკეთ ამოძრავებდნენ.

32 ქულით შეუჩერებელი იყო ენტონი დევისი. ლებრონის არყოფნაში, ლეიკერსის სხვა მოთამაშეებს შორის მხოლოდ კაელ კუზმა აცდა 10-ქულიან მაჩვენებელს. უფრო უცნაურია ლეიკერსის დაცვის ცუდი თამაში. დენვერმა 128 ქულა ჩაგდო და ოთხიდან სამ მეოთხედში 30 ქულას აცდა. დენვერიდან 10 და მეტი ქულა ერთდროულად 6 მოთამაშეს ჰქონდა. ნიკოლა იოკიჩმა შეხვედრა 18 ქულით დაასრულა, საუკეთესო კი პოლ მილსეპი იყო (21 ქულა).

ლეიკერსი ლიდერობას ინარჩუნებს, დენვერი კი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

📺 ლეიკერსი 104:128 დენვერი

კომენტარები

ბოლო ამბები