Thumbnail
  • ბარსელონამ ხირონას 6:1 მოუგო.
  • ლუის სუარესმა 3 გოლი გაიტანა, ლიონელ მესიმ - 2, ფილიპე კოუტინიომ - 1.

ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში კატალონიური დერბი გაიმართა ბარსელონასა და ხირონას შორის. დერბი ძალზე უთანაბრო გამოდგა და, მიუხედაავად იმისა, რომ სტუმრები მე-3 წუთზე პორტუმ დააწინაურა, ბარსამ 6:1 მოიგო.

► რონალდო საკუთარ ამბიციებზე მაღლა - BBC არსად გამქრალა!

ლუის სუარესმა ჰეთ-თრიკს 2 საგოლე პასიც მიუმატა, ლეო მესის ანგარიშზე დუბლი და 1 საგოლე პასია, ერთი გოლიც ფილიპე კოუტინიომ გაიტანა უსმან დემბელეს პასით. 

მესის ახალი რეკორდი - მან უკვე პრიმერაში 36 სხვადასხვა გუნდს გაუტანა. რაულს და ადურისს 35-35 გუნდისთვის გაუტანიათ.

ლეო მესიმ დუბლი შეასრულა

ბარსელონა ლა ლიგაში უკვე 32 მატჩია, რაც არ აგებს.

ერნესტო ვალვერდემ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ფლანგებზე უსმან დემბელე და ფილიპე კოუტინიო დააყენა, შეტევაში სუარესი-მესის ტანდემი მოქმედებდა. ცენტრს რაკიტიჩი და ბუსკეტსი აკონტროლებდნენ. პაულინიომ ამჯერად, შეცვლაზე შევიდა, ხოლო ინიესტას საერთოდ არ უთამაშია - სათადარიგო იყო. 

კრისტიან პორტუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში ბარსელონას, ატლეტიკოსა და რეალს გაუტანა.

25 ტურის შემდეგ ბარსელონა 65 ქულით ლიდერია და 10 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ატლეტიკოს, რომელიც დღეს სევილიას ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები