Thumbnail

'სონის გაძევების შემდეგ ყველაფერი დასრულდა' - მოურინიომ ჩელსისთან მარცხი ახსნა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტოტენჰემ ჰოთსპური 0:2 ჩელსი
  • 0:1 - ვილიანი (12), 0:2 - ვილიანი (49)

ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემ ჰოთსპურმა პრემიერლიგის მეთვრამეტე ტურის მატჩი დღეს სახლში თანაქალაქელ ჩელსისთან 2:0 დათმო. ლამპარდის ჩელსიმ დღეს ტოტენჰემს აჯობა და პრესკონფერენციაზე ეს ჟოზე მოურინიომაც დაადასტურა.

თუმცა დაძაბული მატჩი მეორე ტაიმში მომხდარმა ინციდენტმა გადაფარა - ჩელსის მცველი ანტონიო რუდიგერი ტრიბუნებიდან რასისტული შეძახილებით შეურაცხყვეს, რაც გერმანელმა გუნდის კაპიტანს - სეზარ ასპილიკუეტას აცნობა...

ფრენკ ლამპარდი: "დღეს ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი დონის გუნდთან შეგვიძლია თამაში და 3 ქულის აღება. ძალიან არ გავუთამამებივართ მოგებას, მაგრამ ისეთ გუნდთან გასვლაზე გამარჯვება, როგორიც დღეს ტოტენჰემია, მაინც აღნიშვნას იმსახურებს.

ფრენკ ლამპარდი (რასისტულ ინციდენტზე): "მე როგორც გავიგე რასისტულ შეძახილს ჰქონდა ადგილი. ისიც მითხრეს, რომ ამის შესახებ ანტონიომ (რუდიგერმა) ასპილიკუეტას აცნობა. წესის მიხედვით იმოქმედეს, არ აქვს მნიშვნელობა სად ვთამაშობთ, ასეთი ფონი მატჩის მიმდინარეობისას არ გვჭირდება."

"ტონიმ მოირბინა და მითხრა, რომ ტრიბუნიდან მისი მიმართულებით რასისტული შეძახილები ისმოდა, მე როგორც წესია ეს მსაჯს ვაცნობე და მანაც პროტოკოლის მიხედვით იმოქმედა." - ამბობს ასპილიკუეტა.

ჟოზე მოურინიო: "მე ვფიქრობ პირველ ტაიმში გვაჯობეს, პირველი გოლი კუთხურიდან გავუშვით და ამაზე გული ძალიან მწყდება, მეორე გოლზე პენალტის ეპიზოდზე ვერაფერს ვიტყვი, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. მეორე ტაიმი უკეთ დავიწყეთ, თუმცა სონის გაძევებამ მატჩის შემოტრიალების საშუალება არ მოგვცა.

ჟოზე მოურინიო (რასისტულ ინციდენტზე): "მსაჯმა პროტოკოლის მიხედვით იმოქმედა, მე და ფრენკი დაგვიბარა და სიტუაცია აგვიხსნა, თამაში შეჩერდა და ჩვენ, როგორც რიგითი კანონმორჩილი კლუბი რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმებით, ამ პრობლემის წინაშე ყველანი ერთნი ვართ."

ჟოზე მორუნიო (სონის გაძევებაზე): "ჩემთვის პრემიერლიგა ისევ ინგლისური ფეხბურთია და ინგლისურ ფეხბურთში ასეთი წითელი ბარათი უცნაურად გამოიყურება. მაგრამ მე არ მინდა წაგება ამას დავაბრალო, დღეს უბრალოდ ჩელსიმ გვაჯობა."

კომენტარები

ბოლო ამბები