Thumbnail

მედლები სლოვაკეთიდან – ფადეევა ჩემპიონია, ქართულ წყვილს ბრინჯაო ერგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართული ფიგურული ციგურაობის მორიგი წარმატება
  • ნიკოლ ფადეევამ 22 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა
იულია ლებედევა-ბითაძე და მიხეილ კაიგოროდცევი

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სხვადასხვა ასაკობრივ დონეებზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ქართული ფიგურული ციგურაობის წარმომადგენლებმა.

უმცროსთა კატეგორიაში 22 მონაწილეს შორის პირველი ადგილის მფლობელი გახდა ნორჩი მოციგურავე ნიკოლ ფადეევა, ანადეა გულბიანი-შმიდტი და ეკატერინე იაზადჯი კი თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ.

იუნიორების კატეგორიაში სპორტულ ცეკვებში მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს იულია ლებედევა-ბითაძემა და მიხეილ კაიგოროდცევმა, რომლებისთვისაც ეს სეზონის მესამე სტარტი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები