Thumbnail
  • დადლი, ფაჩულია და ანტეტოკუნმპო ერთად მილუოკიში თამაშობდნენ
  • ამერიკელმა კალათბურთელმა იანისისა და ლებრონის გზები შეადარა

NBA-ს ვეტერანი კალათბურთელი ჯარედ დადლი მილუოკი ბაკსის ვარსკვლავ იანის ანტეტოკუნმპოს თამაშს გამოეხმაურა და ზაზა ფაჩულიაც ახსენა.

📺 ზაზა ფაჩულიასა და იანის ანტეტოკუნმპოს კომბინაცია კლიპერსთან მატჩში

34 წლის დადლი ერთ-ერთია იმ სამთაგან (მათ რიცხვს კაილ კორვერი და ჯორჯ ჰილიც უნდა მივაკუთვნოთ), ვისაც იანისისა და ლებრონ ჯეიმსის მხარდამხარ უთამაშია, ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ლიგის უმთავრეს ვარსკვლავების დახასიათებაც სთხოვეს.

“ჩემი აზრით, იანისმა გაცილებით რთული გზა გაიარა. ლებრონი, ასე ვთქვათ, ამერიკული პროდუქტი იყო და მიზნისკენ აპრობირებული მეთოდებით მიდიოდა, ამდენად, ლიდერის ფუნქცია გაცილებით ადრე იკისრა.

ანტეტოკუნმპო ამერიკაში მაშინ ჩამოვიდა, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო და აქ, მისთვის ყველაფერი უცხო იყო. ის ყოველდღიურად რაღაცას სწავლობდა.

მე და ზაზა ფაჩულია იანისს რჩევებს ხშირად ვაძლევდით და შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მას ელიტარულ დონეზე გასასვლელად რამდენიმე წელი დასჭირდა”.

ზაზა ფაჩულია და იანის ანტეტოკუნმპო

შეგახსენებთ, რომ დადლი და ფაჩულია მილუოკიში ერთად ირიცხებოდნენ 2014-15 წლების სეზონში, როდესაც ბერძენი ვარსკვლავი ასეთი სახელოვან პერსონა ნამდვილად არ ყოფილა, მიმდინარე სეზონში კი, ჯარედი ლოს ანჯელესელთა ღირსებას იცავს.

მილუოკისა და ლეიკერსის გასული შერკინება ბაკსმა 111:104 მოიგო, გუნდების ლიდერები კი ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. იანისის მონაგარი 34 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი იყო, ჯეიმსმა კი 21 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი მიითვალა.

მილუოკი 26 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, ლეიკერს კი 24 გამარჯვებით დასავლეთ კონფერნციის სათავეში იმყოფება. ფავორიტების მომდევნო დაპირისპირება გაისად მარტში შედგება.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები