Thumbnail

დიდი 10 - ლელომ აკადემიას მოუგო, ხარებმა ბაგრატი დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლელო 13:8 აკადემია.
  • ლელომ ორი მარცხის შემდეგ მოიგო.
  • ხარები 19:3 ბაგრატი.
  • ხარებმა ექვსეულში ადგილი გაიმყარა.

დიდი 10-ის მე-14 ტურში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ლელომ აკადემიას უმასპინძლა, ხოლო ხარებს რუსთავში ბაგრატი ესტუმრა.

ლელომ, ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, აკადემიას საკუთარ მოედანზე მოუგო. მასპინძლები შეხვედრის მე-18 წუთზე დაწინაურდნენ. ნიკა სვიმონიშვილის ლელო ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა. აკადემიამ ანგარიში დავით მოძღვრიშვილის ჯარიმით შეამცირა, ლელომ პირველი ტაიმი 7:3 მოიგო.

ლელომ ამ სეზონში აკადემიას ორივე მატჩი მოუგო.

მეორე ნახევრის 59-ე წუთზე აკადემია ლევან ლომაურის ლელოთი წინ გავიდა. დარჩენილ დროში ირაკლი ყიასაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა და ლელოს 13:8 მოაგებინა.

აკადემიას 22 ქულა აქვს და მე-8 ადგილს იკავებს. ლელო 45-ქულით მესამე ადგილზეა.

ხარებმა რუსთავში ბაგრატს მოუგო. მასპინძლებმა პირველი ტაიმი დათო თაბუკაშვილისა და ერეკლე მაჭარაშვილის ლელოებით მოიგეს. გიორგი ნათელაშვილმა ერთი გარდასახვის გატანა მოახერხა. ბაგრატმა პირველ ტაიმში ერთი ჯარიმა გაიტანა. ზვიად ოდიშარიამ ზუსტად დაარტყა და პირველი ტაიმის ანგარიში 12:3 დააფიქსირა.

ხარები არის ერთადერთი გუნდი, რომელიც ბაგრატმა
მიმდინარე სეზონში დაამარცხა.

მამუკა მინდორაშვილის შეგირდებმა მეორე ტაიმში კიდევ ერთი ლელო დადეს. 72-ე წუთზე თორნიკე აქუბარდიამ მოახერხა ლელოს გატანა - გიორგი ნათელაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მასპინძლებმა მატჩი 19:3 მოიგეს.

ბაგრატი ბოლო ადგილზეა 5 ქულით. ხარებმა პლეი ოფში გამსვლელ ექვსეულში ადგილი გაიმყარა, რუსთაველები არმაზს 10-ქულით უსწრებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები