Thumbnail
  • ფინიქს სანსი 125:139 ჰიუსტონ როკეტსი
  • ჯეიმა ჰარდენმა 47 ქულა დააგროვა, რასელ ვესტბრუკმა - 30

ჯეიმს ჰარდენი და რასელ ვესტბრუკი ერთმანეთს სულ უფრო და უფრო უკეთ უგებენ. ჰიუსტონის სუპერ-დუეტმა ფინიქსთან მატჩში ჯამში 77 ქულა დააგროვა და ორივეს უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ როკეტსს ბოლო 13 მატჩიდან 10 მოგებული აქვს.

ჯეიმს ჰარდენი და რას ვესტბრუკი

ფინიქსთან განსაკუთრებით კარგად კვლავ ჰარდენმა ითამაშა - მან 47 ქულა დააგროვა და 9 სამქულიანი (!) ჩააგდო. აქედან, 4 სამიანი ჯეიმსმა მეოთხე პერიოდში შეასრულა - იმ დროს, როცა ფინიქსი თამაშში დაბრუნებას ცდილობდა.

ჰიუსტონი თამაშს დიდხანს იგებდა ორნიშნა უპირატესობით, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 9:30 წუთით ადრე, ფინიქსმა სხვაობა 107:115-მდე შეამცირა. ამას ჰიუსტონმა 21:9 გაქცევით უპასუხა, რა დროსაც ჰარდენმა 3 წუთში 4 სამქულიანი ჩააგდო.

ვესტბრუკს ჯამში 30 ქულა ჰქონდა - პლუს 10 პასი. კლინტ კაპელამ 14 ქულით და 17 მოხსნით შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა. ჰიუსტონელებმა ჯამში 19 სამქულიანი ჩააგდეს, რაც ფინიქსისთვის მეტისმეტი გახლდათ.

📺 ვიდეო: ფინიქსი 125:139 ჰიუსტონი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები