Thumbnail
  • გიორგი ბეჟანიშვილმა 5 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა
  • ქართველი კალათბურთელის გუნდს წელს 1 მატჩიღა დარჩა

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა NCAA-ს ეგიდით მორიგი მატჩი მისურისთან ჩაატარა და 56:63 დამარცხდა, ქართველი ლეგიონერი კი სუპერ ბლოკშოტით გამოირჩა.

ქართველმა კალათბურთელმა მწირქულიან შეხვედრაში მოედანზე 25 წუთი გაატარა და 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

ბეჟანიშვილმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანებშიც იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა, ბურთი 6-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ქართველის თანაგუნდელთაგან სათანადო დონეზე მხოლოდ მცველი აიო დოსუნმუ გამოიყურებოდა, რომელმაც 21 ქულა მიითვალა.

ილინოისელებს 8 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდათ და ბიგ თენის კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი წლის მიწურულს, 30 დეკემბერს, ნორს კაროლინასთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები