Thumbnail
  • 📅 23 დეკემბერი | ⌚ 00:00 | ⚽ რეალი V ბილბაო  | 📺 SILK სპორტი HD1
  • ზინედინ ზიდანის წინასამატჩო პრესკონფერენცია

ვინ დაასრულებს 2019 წელს ლა ლიგაში პირველ ადგილზე? 99%-ით ბარსელონა, რადგან წლის უკანასკნელ მატჩში "სამეფო კლუბს" ბილბაოს 6 და მეტი გოლის სხვაობით დამარცხება ესაჭიროება ლიდერობის მოსაპოვებლად.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • რეალი
  • ფრე
  • ბილბაო

ბილბაო არ არის გრანდი, თუმცა ასეთი ანგარიშით მარცხი ნაკლებად მოსალოდნელია, ასე რომ, ზინედინ ზიდანი იმითაც კმაყოფილი იქნება, თუკი რეალი ბარსელონასთან ერთნაირი ქულებით (39-39) დაასრულებს წელიწადს. ამისთვის კი "სამეფო კლუბს" მხოლოდ მოგებაც ჰყოფნის. 

რეალს დისკვალიფიკაციის გამო კაზემირო დააკლდება, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო კლასიკოზე ორივე გუნდში. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ მარკო ასენსიო, ედენ აზარი, ლუკას ვასკესი და მარსელო. ხამეს როდრიგესი გამოჯამრთელდა და პირველად ბოლო ორი თვის განმავლობაში თამაშის შანსი ჰქონდა, თუმცა ზიზუმ ის თამაშის განაცხადში არ შეიყვანა.

დისკვალიფიკაციის გამო ბასკებს ანდერ კაპა დააკლდებათ, ტრავმების გამო კი იკერ მუნიაინი, ოსკარ დე მარკოსი და ალბათ, არიც ადურისიც. 

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ხამესი ძალიან შემაწუხებელი ტრავმის მერე გამოჯანმრთელდა. ის ბერვს მუშაობს დასაბრუნებლად, მაგრამ ჯერ სერიოზული პრობლემა აქვს. ის ძალიან ახლოსაა დაბრუნებასთან, რეალს ჯანმრთელი ხამესი ესაჭიროება. 

ატლეტიკთან მორიგი დაპირისპირება, მორიგი მძიმე მატჩი გველის. ბილბაო ამ სეზონის დასაწყისიდანვე ფენომენალურად კარგია, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჩვენ კონცენტრირებული ვართ საკუთარ თამაშზე. ვფიქრობ, მზად ვართ კარგი თამაშისთვის. ეს წლის ბოლო მატჩია და შეგვიძლია ბოლომდე დავიხარჯოთ. 

ლა ლიგის მოგებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ ტურიდან ტურამდე, მეტი წინ არ ვიხედებით. როდემდე დავრჩები რეალში? გააჩნია, როგორ ვიგრძნობ თავს სეზონის ბოლოს. არა მგონია, 60 ან 70 წლის ასაკშიც მწვრთნელი ვიყო. უკეთესი მწვრთნელი ვარ, თუ ფეხბურთელი ვიყავი? არ ვიცი, მე ორივე საქმე მომწონს".

სავარაუდო მეტოქეები

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი - კროოსი, ვალვერდე, მოდრიჩი - როდრიგო, ბენზემა, ბეილი

ბილბაო (4-2-3-1): სიმონი - ლეკუე, იერაი, ი. მარტინესი, ბერჩიჩე - უნაი ლოპესი, დანი გარსია - ვილიამსი, სანსეტი, კორდობა - რაულ გარსია

საინტერესო ფაქტები

⚽ ლა ლიგაში რეალმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო.

⚽ ამ 7 მატჩიდან 6-ში ზინედინ ზიდანის გუნდმა სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.

⚽ ლა ლიგაში რეალის მონაწილეობით ბოლო სამ შეხვედრაში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

⚽ ბილბაომ ლა ლიგაში სტუმრად გამართული ბოლო 10 მატჩიდან 9-ში მოგება ვერ შეძლო. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • იუვენტუსი
  • ფრე
  • ლაციო

კომენტარები

ბოლო ამბები