Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივს ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნება სურს
  • დასახელდა ტრანსფერის სავარაუდო ოდენობაც

მოსკოვის ლოკომოტივის ფანკლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ იანვარში შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია ლოკომოტივში დაბრუნდეს.

"ლოკომოტივს ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნება სურს. "რკინიგზელებმა" რუბინს მის სანაცვლოდ 600 ათასი ევრო შესთავაზეს. თავად ფეხბურთელიც მზად არის, დაბრუნდებს მოსკოვურ კლუბში. ეს ტრანსფერი შესაძლოა, იანვარში განხორციელდეს".

18 წლის კვარაცხელიამ სეზონის პირველი ნაწილი ლოკომოტივში გაატარა, სადაც იჯარით თამაშობდა. იური სიომინს მისი დატოვება სურდა, მაგრამ ხვიჩამ თავისუფალი აგენტის სტატუსით რუბინს მიაშურა. მაშინ მის საქციელს ბევრი მითქმა-მოთქმა მოყვა და, თითქოს, ქართველი ნახევარმცველისთვის უკან დასაბრუნებელი გზაც ჩაიკეტა...

"ტრანსფერმარკტი" 18 წლის კვარაცხელიას 1.5 მილიონ ევროდ აფასებს, ასე რომ, რუბინს 600 ათასიანი წინადადება ვერ მოხიბლავს.

რუსულ პრემიერ-ლიგაში კვარაცხელიამ 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ლოკომოტივი 34 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო რუბინი, სადაც ხვიჩა თანამემამულე ზურიკო დავითაშვილთან და ბექა მიქელთაძესთან ერთად თამაშობს, 19 ქულით მე-13 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები