Thumbnail

'მოდი, დავივიწყოთ ტერმინი მეორე დონე' - Guardian-ის ბლოგერი ბორჯღალოსნებზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველო და ფიჯი TOP 10 ნაკრებებთან რეგულარულ მატჩებს იმსახურებენ
  • მსოფლიო რაგბიში უთანასწორობა უნდა აღმოიფხვრას

The Guardian-ის ბლოგში უგო მანი 2020 წლის "გეგმებს" ალაგებს: მეტი მრავალფეროვნება რაგბიში, ხელფასების გამჭირვალობა და ცვლილებები ექვს ერში. ის ინიციატივით გამოდის, რომ სარაგბო სამყარომ დაივიწყოს ცნება - "მეორე დონის ქვეყნები". 

უგო მანი: ინგლისელი სპორტული ჟურნალისტი და ყოფილი მორაგბე.

მან მთელი კარიერა ჰარლეკინსში გაატარა, ინგლისის ნაკრებში 14 კეპი აქვს მოხვეჭილი. მან მორაგბის კარიერა 2015 წელს დაასრულა 32 წლის ასაკში. 

"იაპონია აუცილებლად უნდა შეუერთდეს ან ექვს ერს ან რაგბი ჩემპიონშიპს, თუმცა მხოლოდ ეს ცვლილება არ კმარა - საჭიროა საქართველოსა და ფიჯის დარ ქვეყნებს ყოველწლიურად ეძლეოდეს ტოპ-10 ქვეყნებთან რეგულარული თამაშის საშუალება. და მოდი, დავივიწყოთ "მეორე დონე" - წერს უგო მანი. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს "ბორჯღალოსნებს" ტოპდონის გუნდებთან უკვე გარანტირებული აქვთ ორი ტესტი - მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან და საფრანგეთთან. ასევე, არის საუბრები, რომ "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებთანაც ვითამაშებთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები