Thumbnail

Forbes-მა NBA-ს ახალბედა გოგა ბითაძეს სტატია მიუძღვნა, რომლის ავტორიც ტონი ისთია

"ინდიანა პეისერსს უნიკალური შემადგენლობა ჰყავს - გუნდშია ორი ძალზე ნიჭიერი ცენტრი, დომანტას საბონისი და მაილს ტერნერი. ეს კი გუნდს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ მომენტში ცენტრის პოზიციაზე მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავდეს.

გოგა ბითაძის სტატისტიკა NBA-ში (ყოველ 36 წუთში): 11.6 ქულა, 8.6 მოხსნა, 2.3 პასი და 3.3 დაფარება.

ეს დუეტი ერთად იწყებს და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, ერთ-ერთი მათგანი მაინც რჩება მოედანზე. პეისერსი ამით იგებს - საბონისი შეტევაში ირჯება საუკეთესოდ, ტერნერი - დაცვაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ორეულს შეუძლია ცენტრის პოზიციაზე არსებული 48-ვე წუთი გამოიყენოს. 

ეს კი ცუდ მდგომარეობაში აგდებს დრაფტის პირველ წრეში არჩეულ ახალბედა გოგა ბითაძეს. 

პეისერსი თამაშს თამაშზე იგებს, საბონისი და ტერნერი კი ჯერ კიდევ ახალგაზრდები და ენერგიით სავსენი არიან. ეს ორი ბიჭი სავსებით იმსახურებს იმ წუთებს, რასაც მოედანზე ატარებენ. 

ქართველმა "მაღალმა" კი ამ სეზონში სულ 229 წუთი ითამაშა (შენიშვნა: სტატია დაწერილია საკრამენტოსთან მატჩამდე) და თითქმის მთელი ეს დრო მან მაშინ მიიღო, როცა სეზონის დასაწყიში ტერნერი და საბონისი დაშავებულები იყვნენ. ყოველ 36 წუთში ის 11.3 ქულასა და 8.5 მოხსნას აკეთებდა - მშვენიერი ციფრებია ახალბედის კვალობაზე. 

ზოგჯერ გოგას საბონისთან ერთად თამაში უწევს

მისი თამაშში ჩართულობის ლომის წილი დაცვაზე მოდის - გოგა ყოველ 36 წუთში 3.3 დაფარებას აკეთებს ეს კი NBA-ში მეორე შედეგია (დანიელ გაფორდი 3.8 დაფარებით ლიდერობს). 

რაც ტერნერი გამოჯანმრთელდა, გოგასთვის სათამაშო დრო უბრალოდ გაქრა. ზოგჯერ, ძირითადად იმის გამო, რომ გოგა ძალიან ნიჭიერია, მას სათამაშო დრო საბონისისა და ტერნერის ყოფნაშიც აქვს ხოლმე - მაგალითად, ნიკსთან გოგამ 9 წუთამდე ითამაშა. 

გოგას თამაშის შანსი ეძლევა, თუ საბონისი ან ტერნერი (ან ორივე) ზედმეტ ფოლებს იღებენ, ან თუ მატჩის ბედი გადაწყვეტილია. სხვა მხრივ, მას სკამზე ჯდომა უწევს. 

დეკემბრის 9 მატჩში გოგამ სულ 30 წუთი და 39 წამი ითამაშა. ეს საკმარისი არაა, გოგა კარგი მოთამაშეა. მართალია, მისი წყალობით თამაშს ვერ მოიგებ (ძნელია ეს ახალბედას მოთხოვო), მაგრამ ის უფრო სრულყოფილი მოთამაშეა, ვიდრე სხვა ახალბედების დიდი ნაწილი. ის თამაშსაც უკეთ "კითხულობს".

"აქ მეტი სისწრაფე და უკეთესი ათლეტები არიან", - აცხადებს ბითაძე, როცა NBA-ს ევროპულ კალათბურთს ადარებს. სწორედ ამიტომაც, გოგამ მეტი უნდა ითამაშოს, რომ ამ სისწრაფეში და კონკურენციაში თავი უკეთ იგრძნოს. რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უკეთესია გუნდისთვის. ეს გაზრდის მისი ფასს სავარაუდო სამომავლო ტრეიდისთვისაც.

ეს არ ნიშნავს, რომ ოქროსფერ-ლურჯებმა საბონისს ან ტერნერს დრო უნდა შეუმცირონ. პირიქით, ამ დუეტმა რაც შეიძლება მეტი უნდა ითამაშოს. არსებობს ალტერნატიული გზა გოგასთვის...

ერთ-ერთი მათგანი გოგას G ლიგის ფორტ ვეინ მედ ანტსში გაშვებაა. ინდიანამ ეს ერთხელ უკვე გააკეთა - ბითაძემ ითამაშა "შეშლილი ჭიანჭველების" რიგებში და მთელი თამაში დომინირებდა. მისმა გუნდმა 113:93 მოიგო, გოგამ კი 26 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. 

ბითაძეს არ გაუმართლდა, რომ ინდიანას ორი კარგი ცენტრი ჰყავს

ამ მატჩში გოგამ 35 წუთი ითამაშა და ეს უფრო მნიშვნელოვანია - ერთ თამაშში ბითაძემ მეტი ითამაშა G ლიგაში, ვიდრე ინდიანაში დეკემბრის განმავლობაში. "მაღლებისთვის" მთავარი სტატისტიკა არაა ამ შემთხვევაში, მთავარი სათამაშო პრაქტიკაა. 

იმ თამაშში გოგას მეტოქეებს NBA-ს თამაშის გამოცდილება ჰქონდათ. ეს კი ბითაძეს დაეხმარება, გაიღრმავოს ოსტატობა, მოუმატოს სისწრაფეს და გახდეს მრავალმხრივი შემტევი ასოციაციის დონეზე.

მეორე ვარიანტი ასეთია - აქცენტი გააკეთოს, რომ ბითაძემ თამაშში 8-10 წუთი მაინც იხილოს დრო. ეს ძნელი იქნება, თუ საბონისი და ტერნერი ჯამში 64 წუთს ითამაშებენ.

ახალბედა ცენტრს პირველ ტაიმში ხუთ წუთი გარანტირებული დრო უნდა ჰქონდეს. თუ მეორე ნახევარში დაძაბული მატჩი იქნება, გოგა სკამზე დარჩება, თუ არადა კიდევ მიიღებს სათამაშო წუთებს. თუ თამაში უკვე აღარ არის დაძაბული საბონისმა, ტერნერმა და სხვებმაც გოგასთვის 1-2 წუთი რომ მოიკლონ, იდეალური იქნება. დაახლოებით ასე მოხდა დეტროიტთან, როცა გოგამ პირველ ნახევარში 5:33 წუთი ითამაშა. 

როტაციის გოგაზე მორგება რთულია და შესაძლოა, არასწორიც, რადგან პეისერსი კარგად თამაშბს, მაგრამ ამის გაკეთება შეიძლება სუსტ მეტოქეებთან. თუ სამწვრთნელო შტაბი ამ ცვლილებაზე თანახმა არ არის, რაც მისაღებია, მაშინ პეისერსმა გოგა სულ უფრო ხშირად უნდა აგზავნოს G ლიგაში. 

ის ზედმეტად კარგი და იმედისმომცემია იმისთვის, რომ სკამზე უამრავი წუთი გაატაროს, როგორც ახლა"...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები