Thumbnail

‘პეპი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში’ - კლოპმა გვარდიოლას შესახებ ისაუბრა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • იურგენი და პეპი დიდი ხანია მეტოქეები არიან
  • გერმანელმა კოლეგას საუკეთესო მწვრთნელი უწოდა

იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა შიდა ჩემპიონატების მოგებაში ერთმანეთს 2013 წლიდან ეჯიბრებიან - მას შემდეგ, რაც ესპანელი სპეციალისტი მიუნხენის ბაიენის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ხოლო იურგენი დორტმუნდის ბორუსიას თავკაცი იყო.

გერმანიის შემდეგ ისინი ერთმანეთს ინგლისში, ამჯერად პრემიერლიგაში დაუპირისპირდნენ. ამ დროის განმავლობაში კლოპმა ვერც ერთხელ შეძლო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა, თუმცა ამ სეზონში ამის ძალიან რეალური შანსი აქვს.

გერმანელმა სპეციალისტმა გვარდიოლაზე ისაუბრა და მას საუკეთესო უწოდა.

"გამიმართლა - ჩემი გუნდები მის გუნდებთან ყოველთვის ახლოს იყვნენ. ეს არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი - ვფიქრობ, ის (გვარდიოლა) საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. რასაც ის თავის გუნდებთან ერთად აკეთებს, წარმოუდგენელია. მათი თამაშის ყურება ნამდვილად მომწონს", - განაცხადა კლოპმა.

იურგენის ლივერპული პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერია და მანჩესტერ სიტის 14 ქულით უსწრებს. მათ ამ სეზონში ერთმანეთში უკვე ითამაშეს და გამარჯვება "მერსისაიდელებს" დარჩათ (3:1).  

კომენტარები

ბოლო ამბები