Thumbnail

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. ლიგაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა გოგა ბითაძის გუნდმა ინდიანა პეისერსმა, რომელმაც ამჟერად საკუთარ მოედანზე საკრამენტო კინგსი მიიღო და მეტოქეს დამაჯერებლად სძლია. 

ინდიანას ამ გამარჯვებაში თავისი მოკრძალებული წვლილი 20 წლის ქართველმა ცენტრმაც შეიტანა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 6:05 წუთში 4 ქულისა და საკუთრ ფარზე 2 მოხსნის შესრულება მოასწრო. გოგამ, რომელიც მოედანზე პირველი და ბოლო მეოთხედების მიწურულს გადიოდა, ორქულიანიდან სულ ორჯერ ტყორცნა და ორივე ზუსტად. ამას გარდა, ბითაძე ორჯერ დაჯარიმდა, ერთხელ კი ბურთი დაკარგა.

რაც შეეხება მატჩს, ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში შედგა, მეორეს დასაწყისიდან კი პეისერსმა ინიციატივა ხელთ იგდო და მატჩის ბოლომდე ანგარიშში მუდმივად ფლობდა კომფორტულ უპირატესობას. 

ინდიანას მისმა ფორვარდმა ტი ჯეი უორენმა ულიდერა, რომელმაც 4 სამქულიანიდან 3, ხოლო 12 ორქულიანიდან 7 ჩააგდო და თამაში 23 ქულით დაასრულა. გუნდის მთავარმა ცენტრმა მაილზ ტერნერნმა 17 ქულა მიითვალა, ხოლო 15-15 ქულით გუნდს დომანტას საბონისი და ტი ჯეი მაკონელი დაეხმარნენ. სტუმართა რიგებში 20 ქულითა და 9 მოხსნით ფორვარდი რიჩაუნ ჰოლმსი გამოირჩა.

📺 ინდიანა 119:105 საკრამენტო (მიმოხილვა)

ინდიანა პეისერსს რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 29 მატჩში 20 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 23 დეკემბერს, სტუმრად კონფერენციის ლიდერთან, მილუოკი ბაქსთან ჩაატარებს.

საკრამენტო კინგსი, რომელსაც 28 მატჩში 12 მოგება აქვს, მომდევნო შეხვედრას 22 დეკემბერს, სტუმრად მემფისში გამართავს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები