Thumbnail
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ცინდაოს მასტერსის TOP 5 გდება დაასახელა
  • ილეთი, რომლითაც კორელმა ლიპარტელიანს მოუგო, მეორე ადგილზე გავიდა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საშეჯიბრო ტური ჩინეთში დაასრულა, სადაც ცინდაოს მასტერსი ჩატარდა და მსოფლიოს უძლიერესმა ძიუდოისტებმა წლის ბოლო ტურნირზე იჭიდავეს.

საქართველომ ცინდაოს მასტერსზე სამი მედალი მოიგო: ვაჟა მარგველაშვილი (66კგ - ბრინჯაო), ლაშა ბექაური (90კგ-ოქრო), ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ - ბრინჯაო). ბექაური რეიტინგში 25 ადგილით დაწინაურდა, ხოლო ლიპარტელიანმა წონის ლიდერობა დაკარგა.

წლის შემაჯამებელი ტურნირის დასრულების შემდეგ, ცინდაოს მასტერსის TOP 5 იპონიც დასახელდა, რომელშიც ქართველთა ილეთები ვერ მოხვდა. ამ ხუთეულში მიქაელ კორელის ის ილეთი შეიყვანეს, რომლითაც მან ვარლამ ლიპარტელიანს სძლია.

ცინდაოს მასტერსის TOP 5 იპონი

ცინდაოს მასტერსის TOP 5 იპონი - ქართველები ხუთეულში ვერ მოხვდნენ

Posted by Silk Sport on პარასკევი, 20 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები