Thumbnail
  • პოლ პოგბას ტერფის დაზიანების გამო სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია
  • ნახევარმცველის შეძენა მადრიდის რეალს სურს
  • ოლე გუნარ სულშერი ფრანგის იანვარში გაშვებას არ აპირებს

პოლ პოგბას მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. ფრანგს ტერფის დაზიანება აწუხებს, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 26 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა და თამაშზე უარს მადრიდის რეალის ინტერესის გამო ამბობდა.

სხვადასხვა გამოცემები წერდნენ, რომ ნახევარმცველი “წითელი ეშმაკების” რიგებს იანვარშივე დატოვებდა და თანამემამულე ზინედინ ზიდანის გუნდს მიაშრებდა, თუმცა იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ ფრანგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ გაიყიდება.

პოგბას იუნაიტედის დატოვება სურს

“ის (პოგბა) იანვარში არ გაიყიდება. იმედი მაქვს, წლის ბოლომდე კიდევ ითამაშებს, თუმცა გარისკვა არ მსურს, რათა ტრავმა არ გაურთულდეს,” - განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

მანჩესტერს პოლის შენარჩუნება სურს და მას ახალი კონტრაქტიც შესთავაზა, თუმცა პოგბა უარზეა და კლუბის დატოვება უნდა. როგორც ჩანს ინგლისური კლუბი მზად არ არის, ფრანგი იანვარშვე გაუშვას და დიდი ალბათობით, მას მინიმუმ სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებენ.  

პოლმა ოთხშაბათს კარაბაოს თასის მეოთხედფინალური მატჩი გამოტოვა, სადაც მანჩესტერმა 3:0 დაამარცხა კოლჩესტერი. მისი დაბრუნების თარიღი კვლავ უცნობია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • სიტი
  • ფრე
  • ლესტერი

კომენტარები

ბოლო ამბები