Thumbnail
  • არგენტინელი ვარსკვლავი ბრიტანულმა გამოცემამაც აღიარა
  • შედეგები ‘ოქროს ბურთის’ გამოკითხვას მცირედით ასცდა

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Theguardian 2019 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია ჩამოწერა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ პირველი ადგილი არგენტინელ ლიონელ მესის მიუჩინა.

ესპანური ბარსელონას ვარსკვლავმა უკან ლივერპულის 2 ფეხბურთელი ვირჯილ ვან დაიკი და სადიო მანე მოიტოვა, ტურინის იუვენტუსის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მე-4 პოზიციაზე გავიდა, კიდევ ერთი ლივერპულელი მოჰამედ სალაჰი კი – მეხუთეზე.

საინტერესოა, რომ შედეგები თითქმის დაემთხვა “ოქროს ბურთის” წლევანდელ გამოკითხვას, იმ განსხვავებით, რომ ადგილები მანემა და რონალდომ გაცვალეს.

აქვე შარშანდელი ხუთეულიც: 1. ლუკ მოდრიჩი, 2. კრიშტიანო რონალდო, 3. ლიონელ მესი, 4. კილიან მბაპე, 5. მოჰამედ სალაჰი.

კომენტარები

ბოლო ამბები