Thumbnail

'მიზანი ევროპაში დაბრუნებაა' - ფაბიო კანავაროს მინიშნება ევროპულ კლუბებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფაბიო კანავაროს ევროპაში დაბრუნება სურს
  • იტალიელმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზოსა და ნაპოლიზე ისაუბრა

ჩინური გუანჯოუ ევერგრანდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კანავარომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპაში დაბრუნება სურს. მან ევროპულ კლუბებს მიანიშნა, რომ ჩინეთში მიღებული გამოცდილების უკვე ევროპაში გამოყენება სურს.

იტალიელმა ასევე აღნიშნა, რომ ჯენარო გატუზოს ნაპოლისთან ერთად წარმატების მიღწევა შეუძლია.

ფაბიო კანავაროს ჩინური თავგადასავალი საინტერესო გამოდგა. მან ჯერ ტიანძინ ქუანძინი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, რის შემდეგაც ჩინეთის ნაკრებსა და გუანჯოუ ევერგრანდში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. კანავარომ ნაკრების გაწვრთნაზე უარი მალევე თქვა, ხოლო ევერგრანდთან ერთად ჩინეთის ჩემპიონობა მოიპოვა.

''ჩემი მიზანი ევროპაში დაბრუნებაა. მსურს, რომ ჩემი გამოცდილება საუკეთესოთა წინააღმდეგ გამოვცადო. ჩინეთში სტაჟირება გავიარე. ტიანძინი უმაღლეს ლიგაში ამოვიყვანე და ჩემპიონთა ლიგაზე ვათამაშე.

ჩინეთში ფანტასტიკური გამოცდილება მივიღე. აქ ისეთ ინტენსიურ ფეხბურთსა და ტექნიკურ თამაშს ვერ იხილავთ, როგორსაც ევროპაში, თუმცა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ძლიერ მეტოქეებთან თამაში გიწევს.

ამ სეზონში გუანჯოუ ევერგრანდისთვის ბევრი რამ შეიცვალა. კლუბში უამრავი ახალგაზრდა მოთამაშე მოვიდა. მიზანი ექვსეულში მოხვედრა იყო, მაგრამ ჩემპიონობა მოვიპოვეთ. ახლა კიდევ უფრო რთული პერიოდი დადგა, მოპოვებულ ტიტულს დაცვა სჭირდება", - განაცხადა კანავარომ იტალიურ პრესასთან.

გუანჯოუ ევერგრანდი 3:0 შანხაი შენხუა

გუანჯოუ ევერგრანდი 3:0 შანხაი შენხუა - კანავაროს საჩემპიონო მატჩი ჩინეთში იტალიელ მწვრთნელს სურს, რომ ევროპაში დაბრუნდეს

Posted by Silk Sport on პარასკევი, 20 დეკემბერი, 2019

ფაბიომ ნაპოლიში ჯენარო გატუზოს დანიშვნაზე ისაუბრა და ყოფილ თანაგუნდელს მხარდაჭერა გამოუცხადა. კანავარომ განაცხადა, რომ გატუზო არის ადამიანი, რომელსაც კარგი იდეები აქვს და უყვარს მუშაობა. მისი აზრით, გატუზოს ნაპოლისთან ერთად მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები