Thumbnail
  • ინგლისური მედიის ინფორმაციით, ერლინგ ჰაალანდი მანჩესტერში ჩაფრინდა
  • იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი მოლაპარაკებებს არ ადასტურებს
  • ნორვეგიელის გადაბირება დორტმუნდს და ლაიპციგსაც სურთ

ინგლისურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ზალცბურგის თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი მანჩესტერში ჩაფრინდა, რათა იუნაიტედის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები გამართოს. ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა ნორვეგიელი ფორვარდი დორტმუნდში და ლაიპციგშიც იმყოფებოდა - დიდი ალბათობით, იდენტური მიზეზით.

იუნაიტედის მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს ჟურნალისტებმა ჰაალანდზე კომენტარი პრესკონფერენციაზე სთხოვეს. “სხვა კლუბის ფეხბურთელზე ვერაფერს ვიტყვი. მე არაფერი გამიგია იმის შესახებ, რომ თითქოს ჰაალანდი ჩვენთან მოდის. არ ვიცი, რატომ ჩამოფრინდა მანჩესტერში, თუკი მართლაც ჩამოფრინდა. იქნებ, აქედან სხვა ქალაქში მიფრინავს? ან იქნებ, აქ სურს დასვენება,” - განაცხადა სულშერმა, რომელიც ასევე ნორვეგიელია და ჰაალანდს კარგად იცნობს. ნიჭიერი ფორვარდი მან 2017 წლის იანვარში, მიოლდეში წაიყვანა.

ერლინგ ჰაალანდმა 22 მატჩში 28 გოლის გატანა შეძლო და მასზე უკვე მთელი საფეხბურთო ევროპა ლაპარაკობს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მის ანგარიშზე 8 გოლია - ბომბარდირთა რეიტინგში ჰაალანდი მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება, რომელსაც 10 გოლი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაალანდს ზალცბურგის დატოვება "მხოლოდ" 20 მილიონ ევროდ შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები