Thumbnail
  • ყაზანის რუბინის ახალი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკია
  • რუბინში სამი ქართველი ლეგიონერი თამაშობს

რუსული ყაზანის რუბინის თავკაცი ლეონიდ სლუცკი გახდა. 48 წლის სპეციალისტმა რუბინთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. შეგახსენებთ, რომ რუბინის მთავარ გუნდში ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ბექა მიქელთაძე თამაშობენ. ასევე გუნდშია რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანი.

სლუცკი მოსკოვის ცსკა-ს, რუსეთის ნაკრების, ინგლისური ჰალ სიტისა და ჰოლანდიური ვიტესის ყოფილი მწვრთნელია. როცა ის არნემულ კლუბში დაინიშნა, სლუცკის ძალიან სურდა იქ ჯანო ანანიძის წაყვანა, რაც საბოლოოდ ვერ მოხერხდა. 

რუბინი 11 იანვარს შეიკრიბება და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება. სლუცკიმ განაცხადა, რომ შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება, თუმცა შეკრებაზე ყველა ფეხბურთელს მისცემს თავის გამოჩენის შანსს. ყაზანის რუბინი 19 მატჩიდან ამდენივე ქულით მე-13 პოზიციაზეა რუსულ პრემიერ-ლიგაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები