Thumbnail

11-წლიანი თანამშრომლობა ბოკესთან - 6-პუნქტიანი შეთანხმება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებმა ხელშეკრულება გააფორმეს
  • ბორჯღალოსნებისა და ბოკეს თანამშრომლობა 11 წელს გაგრძელდება

2019 წლის 18 დეკემბერს საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებმა ურთიერთთანამშრომლობის 11 წლიან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებს შორის 6-პუნქტიანი შეთანხმება დაიდო.

2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოს რაგბის კავშირის ფრანჩაიზი მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ აფრიკის რაგბის კაშირის მიერ ორგანიზებულ ტურნირში - ქარი ქაფი.

შედგება მჭიდრო ურთიერთანამშრომლობითი ურთიერთობა სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს რაგბის აკადემიებს შორის

ურთიერთანამშრომლობის ჩამოყალიბება სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ნაკრებებს შორის (ეროვნული, საქართველო XV, შვიდკაცა, ასაკობრივი ნაკრებები: U15, U17, U18, U20) რაც გულისხმობს ერთობლივ წვრთნებსა და ასევე თამაშებს

 სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის დახმარებით ქართველ მწვრთნელებს, მსაჯებს, მენეჯერებსა და სხვა სარაგბო სპეციალისთებს ჩაუტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგები

ხელშეკრულების თანახმად, ორივე ქვეყნის რაგბის კავშირები ხელს შეუწყობენ ქართულ და სამხრეთ აფრიკულ კლუბებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას

 ერთობლივი ტურნირები მოეწყობა როგორც სმხრეთ აფრიკაში ასევე საქართველოში

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარკ ალექსანდრემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ. სავარაუდოდ, საქართველოს რაგბის კავშირი დეტალებზე ინფორმაციას მალე გამოაქვეყნებს.

კომენტარები

ბოლო ამბები