Thumbnail
  • ჯანლუიჯი ბუფონმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
  • ჯიჯი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს

ტურინის იუვენტუსში დაბრუნების შემდეგ, ჯანლუიჯი ბუფონის ერთ-ერთი მიზანი პაოლო მალდინის რეკორდის მოხსნა იყო. 41 წლის ლეგენდარული მეკარე მილანის ლეგენდარულ მცველს სამპდორიასთან ჩატარებული მატჩით გაუთანაბრდა (647 თამაში სერია A-ში). გენუაში გამართული მატჩის შემდეგ, ჯიჯიმ თავის მომავალზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ იუვესთან კონტრაქტის გაგრძელებაზე ფიქრობს.

“ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ ძალიან მსიამოვნებს და ეს არის მიზეზი იმისა, რომ თამაშს ვაგრძელებ. ვიცი, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, საკუთარი თავისთვის კიდევ ბევრი შესანიშნავი ემოციის ჩუქება შემიძლია. ჩემთვის ახლა მთავარია, რომ 648-ე მატჩი ჩავატარო და იუვენტუსთან ერთად სეზონი მწვერვალზე დავასრულო. თუ ამას შევძლებთ, უბედნიერესი ვიქნები, - ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia, - ვფიქრობ, რომ ახლა ფეხბურთიდან წასვლა სწორი ნაბიჯი არ იქნება. პატივი უნდა ვცე იმ ბავშვს, რომელიც ჩემშია. ვგრძნობ, რომ ფეხბურთის თამაში უნდა გავაგრძელო. რამდენი ხნით? ჯერ არ ვიცი. მინიმუმ ივნისამდე!”

წაიკითხებუფონის გულახდილი წერილი 17 წლის ბუფონს, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

17 თამაშის შემდეგ იუვენტუსი სერია A-ში 42 ქულით პირველ ადგილზეა. ტურინულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ადვილად გადალახა და მერვედფინალში ლიონს შეხვდება. იუვე მომდევნო მატჩს 22 დეკემბერს გამართავს - ეს იქნება იტალიის სუპერთასის მატჩი ლაციოსთან.

ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსის ღირსებას 2001 წლიდან იცავს, სადაც პარმადან გადავიდა. ჯიჯიმ მხოლოდ წინა სეზონი გაატარა პარი სენ-ჟერმენში, რის შემდეგაც კვლავ ტურინულ კლუბს დაუბრუნდა.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • ჩირო იმობილე
  • რომელუ ლუკაკუ
  • კრიშტიანო რონალდო
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები