Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ჩემპიონატს ქუთაისი და ბათუმი ლიდერობენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • BSB ბათუმი 28-25 იმედი-სტუ 
  • ქუთაისი 40-19 სპორტუნი 

საქართველოს ხელბურთის უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 28:25 მოუგო სტუ-იმედს, ქუთაისმა 40:19 დაამარცხა სპორტის უნივერსიტეტი. სანაკრებო პაუზის წინ, ქუთაისი და ბათუმი ჩემპიონატს 12:12 ქულით ლიდერობენ.

ლიდერის, ქუთაისის დამარცხების შემდეგ, იმედი-სტუ ქვეყის ჩემპიონს და თასის მფლობელსაც ებროძლა. მეორე ტაიმის დასაწყისში იმედი 17:14 იგებდა, მაგრამ ზედიზედ გაუშვა 5 გოლი და საბოლოოდ სხვაობამ 3 ბურთი შეადგინა, 28:25. ბათუმმა მეექვსე მატჩი მოიგო და 12 ქულა დააგროვა.

ბრძოლა იყო ქუთაისისა და სპორტუნის თამაშის პირველ ნახევარში. მასპინძლებმა პირველი გოლი მე-7 წუთზე გაიტანეს და ტაიმი მოკრძალებული სხვაობით, 16:12 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევრის ანგარიში უკვე 24:7 იყო. ქუთაისი ბათუმს პირადი მოგებით უწრებს სატურირო ცხრილში, ამავე მაჩვენებლით კი გორი წინაა სამტრედიაზე.

ამით ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა. წინ რეგულარული სეზონის კიდევ 14 ტურია, რომლის შემდეგაც 2020 წლის გაზაფხულზე გაირკვევა, რომელი 4 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას საჩემპიონო პლეიოფში.

BSB ბათუმი 28-25 იმედი-სტუ 

ბათუმი: ტორონჯაძე, ვარშალომიძე - გიორგაძე 5, გოგოლაძე 5, მსხვილიძე 4, ტალახაძე 4, სიმონია 3, ტიელიძე 3, ლაპიაშვილი 2, მიქავა 2, აბრამიშვილი, ბერძენიშვილი, თურმანიძე, კახიძე, კაკულია, სტოლბოვი.  

იმედი: ცინცაძე, ხიდეშელი - გავაშელიშვილი 10, ყორიაული 7, თიგიშვილი 4, დიდია 2, აბჟანდაძე 1, ჭელიძე 1, ერისთავი, კორსანტია, დოლმაზაშვილი.

ქუთაისი 40-19 სპორტუნი 

ქუთაისი: მაისურაძე, გულეიშვილი, რუხაძე - ზარნაძე 8, გამზარდია 8, რუსტამოვი 7, ჯუღელი 4, მერკვილაძე 3, სტურუა 3, ლომიძე 3, ფერაძე 2, ხაჟომია 1, აბულაძე 1, სურმავა, კობახიძე, ლ. იმნაძე.

სპორტუნი: ხანდოლიშვილი - ბულბულაშვილი 5, აბდელაიემი 4, ჯ. იმნაძე 3, ზურაბიანი 2, გულდედავა 2, დელიბაშვილი 2,  იობაშვილი 1.

კომენტარები

ბოლო ამბები