Thumbnail
  • იანის ანტეტოკონმპო ჯეიმსის თამაშით დღემდე გაოცებულია
  • მილუოკისა და ლეიკერსის მატჩი ხვალ დილით ჩატარდება

მილუოკი ბაკსის ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ხვალ დილით დაგეგმილ მატჩს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კალიფორნიელთა უმთავრესი ვარსკვლავის ლებრონ ჯეიმსის თამაშით აღფრთოვანებას დღემდე ვერ მალავს.

“ეს, უბრალოდ რაღაც სიგიჟეა. ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი უმაღლეს დონეზე კიდევ 10 წელი თამაშია, რასაც არ ვიცი რამდენად მოვახერხებ, ის კი, დღემდე საოცრად ირჯება. ნახეთ მოედანზე როგორ გადაადგილდება, როგორ ჭკვიანურად მოქმედებს, არადა სულ რაღაც ათიოდ დღეში 35 წლის ხდება.

რასაც ის მოედანზე სჩადის, ადამიანურ შესაძლებლობებში არ ჯდება, თუმცა, ის იმიტომაცაა ლებრონი, რომ ეს შეუძლია. ვფიქრობ, ჯეიმსი უცხოპლანეტელია. თითქოს ელი კიდეც, რომ რაღაც საოცრება უნდა გააკეთოს, მაგრამ როდესაც ამას სჩადის, მაინც გაოცებული რჩები”.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში იანისის საშუალო მონაგარი 31.7 ქულა, 12.8 მოხსნა და 5.3 პასია, ლებრონი კი საშუალოდ 25.9 ქულას, 7.4 მოხსნასა და 10.6 პასს აგროვებს.

როგორც აღვნიშნეთ, ბაკსისა და ლეიკერსის შერკინება ხვალ (თბილისის დროით 05:00 საათზე) მილუოკიში გახლავთ დაგეგმილი. ამ დროისთვის, ორივე გუნდის აქტივში 24 მოგებაა. შედეგად, ბაკსი აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, ლეიკერსი კი – დასავლეთს.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები