Thumbnail
  • ინგლისის ლიგის თასზე ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა
  • იანვარში მანჩესტერული დერბის ორ მატჩს ვიხილავთ

ინგლისის ლიგის თასზე მეოთხედფინალური ეტაპის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა. ასტონ ვილას, რომელმაც ლივერპული 5:0 გაანადგურა, ნახევარფინალში ლესტერთან მატჩი ელის, რომელიც ევერტონს ''გუდისონ პარკზე'' 2:0-ს უგებდა, თუმცა მასპინძლებისგან 2 გოლი გაუშვა და მომდევნო ეტაპზე პენალტების სერიით გავიდა.

მანჩესტერულმა კლუბებმა მარტივად მოიგეს. მანჩესტერ სიტიმ სტუმრად ოქსფორდ იუნაიტედს 3:1 სძლია, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედმა კოლჩესტერ იუნაიტედს 3:0 მოუგო. შესაბამისად, ინგლისის თასის ნახევარფინალში, რომელიც ორმატჩიანია, ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედი შეხვდებიან.

ლესტერი 2:2 (პენ-2:4) ევერტონი

გოლები: 0:1 მედისონი (26), 0:2 ევანსი (29), 1:2 დევისი (70), 2:2 ბეინსი (90+1)

ოქსფორდ იუნაიტედი 1:3 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 კანსელო (22), 1:1 ტეილორი (46), 1:2, 1:3 სტერლინგი (50, 70)

მანჩესტერ იუნაიტედი 3:0 კოლჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 1:0 რაშფორდი (51), 2:0 ჯექსონის ავტოგოლი (56), 3:0 მარსიალი (61)

კომენტარები

ბოლო ამბები