Thumbnail

'ასეთი თამაშით მეტს ვიმსახურებდით' - ზიდანმა კლასიკო შეაფასა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზინედინ ზიდანმა კამპ ნოუზე გამართული ელ კლასიკო შეაფასა
  • ზიდანი ამბობს, რომ ამ თამაშით გუნდი კმაყოფილი უნდა იყოს

''კამპ ნოუზე'' გამართული "ელ კლასიკო" ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ქომაგი ელოდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და ლა ლიგაში ორხელისუფლებიანობა გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ კატალონიურმა საპროტესტო მოძრაობა Tsunami Democràtic-მა 18 დეკემბერს, "კამპ ნოუზე" გასამართი ბარსელონა-რეალის გადადებული მატჩის წინ დაანონსებული აქცია მოაწყო, რომლის კადრებიც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ POPSPORT-ს მოაწოდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა ბარსელონასთან გამართული მატჩი შეაფასა. ფრანგმა სპეციალისტმა შეხვედრის მიმდინარეობაზე და რამდენიმე ფეხბურთელის კარგ თამაზე გაამახვილა ყურადღება.

ზინედინ ზიდანი: "კარგი მატჩი იყო. 90 წუთი მობილიზებული ვიყავით. ბედნიერნი უნდა ვიყოთ იმ თამაშით, რომელიც ჩავატარეთ, რადგანაც მეტოქე ძალიან ძლიერი იყო და ეს ვიცოდით.

რა თქმა უნდა, ეს შედეგი საკმარისი არ არის და ჩვენ უკეთესი გვსურდა, თუმცა ეს ფეხბურთია. თუ შანსი გაქვს გოლის გატანის, უნდა გამოიყენო. ჩვენ შანსები ვერ გამოვიყენეთ, ახლა ამაზე საუბარი გვიანია.

"ელ კლასიკომდე" ბეილი ბევრს არ თამაშობდა, თუმცა დღეს 90 წუთი გაატარა მინდორზე და კარგად ითამაშა. ბეილმა, კროოსმა, ფედემ, რაფამ, სერხიომ, ფერლანდმა - ყველამ კარგად ითამაშეს.

ამ სტადიონზე ასეთი კარგი თამაშით უფრო მეტს ვიმსახურებდით. სამწუხაროდ, რაც გვსურდა, ის ვერ მივიღეთ.

ფედე ვალვერდემ ყველაფერი კარგად გააკეთა. მას კარგი სეზონი აქვს. თითოეული მატჩის შემდეგ იზრდება და ვითარდება. რაც მთავარია, თვითრწმენა ემატება. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ისევე როგორც სხვები, თუმცა ეს სეზონი მისთვის ბევრს ნიშნავს, რადგანაც რეგულარულად თამაშობს. 

ყველა ვფიქრობდით, რომ ბუსკეტსი ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა. თავიდან სასტარტო თერთმეტეულში იყო. ნამდვილად არ ვიცი, რა შეიძლება მომხდარიყო".

კომენტარები

ბოლო ამბები