Thumbnail
  • სამპდორია 1:2 იუვენტუსი
  • გენუაში გოლები პაულო დიბალა და კრიშტიანო რონალდომ გაიტანეს
  • პორტუგალიელი ვარსკვლავი გოლით ზედიზედ მეხუთე მატჩი გამოირჩა

სერია A-ს მე-17 ტურის სასტარტო მატჩი, ტურინის იუვენტუსმა სტუმრად გენუაში სამპდორიას პაულო დიბალასა და კრიშტიანო რომალდოს გოლების წყალობით, ანგარიშით 2:1 მოიგო და სატურნირო ცხრილში დროებით გალიდერდა.

"ლუიჯი ფერერისზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში უკვე მე-19 წუთზე სტუმართა არგენინელმა თავდამსხმელმა გახსნა. 35-ზე სამპდორიამ ჯანლუკა კაპრარის გოლით გაათანაბრა, თუმცა ათი წუთის შემდეგ ტურინელთა რიგებში კრიშტიანო რონალდო გამოირჩა, რომელმაც საბოლოო აგარიში დააფიქსირა. 

სხვათა შორის, 34 წლის პორტუგალიელმა გოლის ეპიზოდში თავისი არაჩვეულებრივი ფიზიკური შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოავლინა. ემილი აუედროს კარში გატანილი გოლის მომენტში, რონალდო 71 სმ სიმაღლეზე ახტა. ანუ, ბურთის თავით 256 სმ სიმაღლიდან დაარტყა.

📺 სამპდორია 1:2 იუვენტუსი (მიმოხილვა)

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა იუვენტუსის ზედიზედ მეხუთე მატჩში შეძლო გატანა, იუვენტუსმა კი ამ გამარჯვებით 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მილანის ინტერს (39 ქულა) გადაასწრო, რომელიც მე-17 ტურის შეხვედრას 21 დეკემბერს, შინ ჯენოასთან ჩაატარებს.

ჯიჯი ბუფონი იუვენტუსის და სერია A-ს რეკორდსმენია 

გენუაში გამართული მატჩი განსაკუთრებული აღმოჩნდა ტურინული გრანდის ვეტერანი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონისთვის. 41 წლის გოლკიპერმა სერია A-ში 647-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით იტალიური ლიგის რეკორდსმენ პაოლო მალდინის გაუთანაბრდა.

მეტი ამ თემაზებუფონი იუვენტუსის რეკორდსმენია - ჯიჯი პაოლო მალდინისაც გაუთანაბრდა

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები