Thumbnail

"კამპ ნოუზე" ლა ლიგის უმთავრესი დაპირისპირება გაიმართა - ოქტომბრიდან გადმოდებულ კლასიკოში ბარსელონამ რეალს უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. ლა ლიგაში ამ გუნდებმა 2002 წლის მერე პირველად ითამაშეს უგოლო ფრე. 

ორივე გუნდს 36-36 ქულა აქვს, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით პირველ ადგილზე ესპანეთის ჩემპიონი ბარსელონა რჩება.

ბეილის გოლი, რომელიც VAR-მა გააუქმა

საინტერესო ფაქტები

⚽ ზინედინ ზიდანმა (რეალი) "კამპ ნოუზე" ზედიზედ მეხუთედ არ წააგო (2 მოგება, 3 ფრე) და ამით პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ხუთ საგარეო კლასიკოში მარცხი არ იწვნია. 

⚽ კაზემიროს სტატისტიკა: 4 დარტყმა, 15-დან 7 დუელი მოიგო, 67 პასი, 10-ჯერ მოიპოვა ბურთი - თითქმის ყველა ამ მაჩვენებელში პირველი იყო (პასებში მეორე).

⚽ 0:0 კლასიკოზე 6 235 დღის შემდეგ პირველად ითამაშეს ლა ლიგაში, ბოლოს ეს 2002 წლის ნოემბერში მოხდა.

⚽ სერხიო რამოსი (რეალი) გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც 43 კლასიკო ითამაშა. 

ბარსელონა 0:0 რეალი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ (55. არტურო ვიდალი), პიკე, ლონგლე, ალბა - სერხი რობერტო, რაკიტიჩი, ფ. დე იონგი - მესი, ლ. სუარესი, გრიზმანი (83. ფატი)

რეალი (4-1-2-1-2): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი - კაზემირო - ვალვერდე (80. მოდრიჩი), კროოსი - ისკო (80. როდრიგო) - ბეილი, ბენზემა 

კომენტარები

ბოლო ამბები