Thumbnail

ლივერპული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია - ფირმინოს გოლით

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ორივე ფინალისტი ცნობილია
  • ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონები ერთმანეთის წინააღმდეგ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ მატჩში ლივერპულმა მონტერეის ანგარიშით 2:1 მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა.

ლივერპული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, ხოლო მონტერეის ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

მექსიკურმა კლუბმა პირველი ტაიმი არ წააგო. ნაბი კეიტას სწრაფ გოლს როხელიო ფუნეს მორმა უპასუხა და ტაიმი 1:1 დასრულდა. საბოლოოდ "მერსესაიდელებმა" ფირმინოს გოლით მოიგეს. ბრაზილიელმა შემტევმა მატჩის 91-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა და ლივერპულის ფინალში გაყვანა.

მონტერეი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზიურ ალ ჰილალს შეხვდება, ხოლო ლივერპული ფინალში ფლამენგოს დაუპირისპირდება, რომელმაც ალ ჰილალი ნახევარფინალში 3:1 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები