Thumbnail
  • გიორგი პაპუნაშვილს 'მარკამ' სტატია მიუძღვნა
  • ისევ MLS, თუმცა წყარო ახლა სულ სხვა კლუბს ასახელებს

ესპანეთის ყველაზე პოპულარული გაზეთი "მარკა" სამეფო თასზე გიორგი პაპუნაშვილის მიერ გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს სტატიით გამოეხმაურა. "პაპუნაშვილისთვის ამერიკის კარი გაიღო", - წერს გამოცემა. 

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში El Periódico de Aragón წერდა, რომ პაპუნაშვილით MLS-ის კლუბი ნიუ იორკ სიტი დაინტერესდა. მისი დარჩენა სარაგოსაში არც კლუბს სურს და, დიდი ალბათობით, იანვარში გიორგი ესპანეთს დატოვებსო.  როგორც ჩანს, სიტუაცია ვერც სამეფო თასზე გატანილმა გოლმა შეცვალა:

"გიორგი პაპუნაშვილი დიდებული იყო სოკუელამოსთან მატჩში. ქართველმა გამარჯვების გოლი გაიტანა, მაგრამ ეს მის გარშემო შექმნილ სიტუაციას კლუბში დიდად ვერ შეცვლის. ის კვლავ იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომელთაც არაგონული კლუბის დატოვება მოუწევთ. ამის მიზეზი ისაა, რომ მან ვერ გაამართლა იმედები და ვერ გამოიყენა შანსები. იანვარში ის, სავარაუდოდ, წავა და მისი კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელდება.

MLS-ის კლუბი დალასი დაინტერესებულია მისით. ამ მომენტში კლუბში დალასის მოთხოვნა ჯერ არ მისულა, თუმცა მომდევნო კვირაში დალასის წინადადებას ელიან. სარაგოსას ახალი ფორვარდისა და ნახევარმცველის შეძენა სურს, ამისთვის კი ზოგიერთი ფეხბურთელი უნდა გაყიდოს. 

პაპუნაშვილი, როგორც პომბო და ბიკერო, ტრანსფერზეა დაყენებული, ქართველი ჯერ ახალგაზრდა და იმედისმომცემია, ის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. 

ამერიკაში გადასვლა პაპუნაშვილისთვისაც კარგი იქნება - ის მეტს ითამაშებს და მისი ხელფასიც შესამჩნევად გაიზრდება. 

მისი როლი სარაგოსაში შემცირდა, მისი შემართება არასაკმარისია, როგორც მწვრთნელისთვის, ასევე სარაგოსას ფანებისთვის. პაპუნაშვილის პირველი სეზონი საოცარი იყო, მეორეში ტრავმებმა გატანჯა, ახლა კი ის მოსალოდნელზე ცუდად თამაშობს. სარაგოსაში მისი მომავალი გაურკვეველია, ასე რომ MLS კარგი გამოსავალია", - წერს "მარკა".

კომენტარები

ბოლო ამბები