Thumbnail
  • Sports Business Journal-მა დეკადის სპორტული ფრენჩაიზი დაასახელა
  • გოლდენ სტეიტი ამ აღიარებას ისე გამოეხმაურა, რომ სკანდალში გაეხვა

Sports Business Journal-მა ბოლო ათწლეულის საუკეთესო სპორტულ ორგანიზაციად გოლდენ სტეიტ უორიორსი დაასახელა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია თამაშობდა. 2016/17 და 2017/18 წლების საჩემპიონო სეზონებში ქართველი კალათბურთელი ამ გუნდის ღირსებას იცავდა და ჩემპიონის ორი ბეჭედიც მოიპოვა. 

🗒 მეტი ამ თემაზე:

ამ აღიარებას გოლდენ სტეიტი სოციალურ მედიაში ისე გამოეხმაურა, რომ სერიოზული სკანდალი გამოიწვია. სოციალურ ქსელში გუნდმა 22-ფოტოიანი სლაიდშოუ გამოაქვეყნა (ერთ-ერთ ფოტოზე საქართველოს დროშით მოზეიმე ზაზა ფაჩულიაა), მაგრამ ამ 22 ფოტოში არ მოიძებნა კევინ დურანტის ადგილი - 2017 და 2018 წლების ფინალების MVP "გამორჩათ". ძნელი დასაჯერებელია, რომ გუნდს სამი საჩემპიონო სეზონიდან ორის ფინალების MVP-ის ღვაწლი გამორჩა. შეგახსენებთ, რომ კევინ დურანტი ბრუკლინშია, თუმცა იმის გამო ვერ თამაშობს, რომ ბოლომდე უერთგულა უორიორსს და მძიმე ტრავმა მიიღო. 

"22-ფოტიან სლაიდშოუში მოხვდნენ: ენტონი მოროუ, მონტა ელისი, ზაზა ფაჩულია, ჯარეტ ჯეკი და ერიკ პასპალი. 

2-გზის MVP 'გამორჩათ' 

რა თქმა უნდა, სტეფ კარი, კლეი ტომპსონი და დრეიმონდ გრინი - უორიორსის დინასტიის დამფუძნებლები აქ წარმოდგენილი არიან, მაგრამ სად არის ნომერი 35? 

მოროუ ხანდახან კარგად ისროდა ხოლმე, ელიასი კარგი სლეშერი იყო, ფაჩულია და ჯეკი საჭირო ვეტერანები იყვნენ, ხოლო პასკალი იმედისმომცემი ახალბედაა, მაგრამ სად არის KD?" - წერს Yahoo News.

ამის შემდეგ უორიორსმა სხვა ფოტო კოლაჟიც გამოაქვეყნა, რომელშიც დურანტიცაა, თუმცა ფანების აღშფოთება ამ ფაქტმა ვერ გაანელა. 

კომენტარები

ბოლო ამბები