Thumbnail

ლივერპულის ზამთრის პირველი ტრანსფერი - მინამინო სამედიცინო შემოწმებას გადის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ზალცბურგის თავდამსხმელი ინგლისურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის
  • 24 წლის იაპონელი ფეხბურთელი მერსისაიდელებს იანვრიდან უნდა შეუერთდეს

რედ ბულ ზალცბურგის იაპონელი თავდამსხმელი ტაკუმი მინამინო ლივერპულში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს მომავალში გაივლის. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, 24 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება.

ცოტა ხნის წინ იაპონელმა ლივერპულს ჩემპიონთა ლიგაში, ენფილდზე გაუტანა 

ინგლისური მედიის ცნობით, მინამინომ მერსისაიდელებთან ფორმალობები სულაც უახლოეს 24 საათში უნდა მოაგვაროს. ასეთ შემთხვევაში, ტრანსფერი ოფიციალურად იანვარში განხორციელდება, მისი ფასი კი 8 მილიონ ევროს შეადგენს - სწორედ ეს პირგასამტეხლო თანხაა მითითებული ავსტრიულ კლუბთან მინამინოს ხელშეკრულებაში.

იაპონელი ზალცბურგში 2015 წლის იანვარში, სერესო ოსაკადან, 800 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მინამინომ ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში ითამაშა და 5 გატანილი გოლით გამოირჩა. კიდევ 2 გოლი და 3 საგოლე პასი მან ჩემპიონთა ლიგის 6 შეხვედრაში მიითვალა. 

ჩემპიონობისთვის მებრძოლი იურგენ კლოპი გუნდს აძლიერებს

ტაკუმი მინამინო იაპონიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და მისი მაისურით ჩატარებულ 22 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 17 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს ლივერპული 49 ქულით ლიდერობს. იურგენ კლოპის გუნდი უახლოეს მდევარ ლერსტერს 10 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები