Thumbnail
  • ტიტულისთვის რონალდო, მესი, სალაჰი და ვან დაიკი იბრძოლებენ
  • საზეიმო ცერემონიალი 29 დეკემბერს დუბაიში ჩატარდება

ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც წლევანდელ Globe Soccer Awards-ზე საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

სიაში მოულოდნელი არაფერია, რადგანაც ოთხეული ასე გამოიყურება: კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ლიონელ მესი (ბარსელონა), მოჰამედ სალაჰი და ვირჯილ ვან დაიკი (ორივე - ლივერპული). ვთქვათ ისიც, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯილდოს რონალდო იგებდა.

ნომინაციაში წლის საუკეთესო მწვრთნელი პირველობისთვის იურგენ კლოპი (ლივერპული), ფერნანდუ სანტუში (პორტუგალიის ნაკრები) და ერიკ ტენ ჰაგი (აიაქსი) იბრძოლებენ, წლის საუკეთესო გუნდს კი აქედან აარჩევენ: ლივერპული, აიაქსი და ლიონის ქალთა გუნდი.

2019 წლის აღმოჩენის ტიტულზე პრეტენზიას 4 ფეხბურთელი აცხადებს: ანსუ ფატი (ბარსელონა), ერლინგ ჰაალანდი (ზალცბურგი), ჯეიდონ სანჩო (ტოტენჰემი) და ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო).

ქალთა შორის საუკეთესო ფეხბურთელად, შესაძლოა, მეგან რაპინო, ალექს მორგანი (ორივე – აშშ), ლუსი ბრონზი (ინგლისი) ან ამანდინ ანრი (საფრანგეთი) აღიარონ.

Globe Soccer Awards 2019-ის დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზატირები კლუბების ევროპული ასოციაცია (ECA) და საფეხბურთო აგენტების ევროპული ასოციაცია (EFAA) არიან.

საზეიმო საღამო 29 დეკემბერს არაბეთის გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქ დუბაიში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები