Thumbnail
  • ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
  • საუკეთესოები განსაზღვრული ნომინაციების მიხედვით გამოვლინდნენ
  • საქართველოს წლის სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გახდა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, განსაზღვრული ნომინაციების მიხედვით, 2019 წლის საუკეთესო სპორტსემენები გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონიალი "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა.

სეოკ-მა მთავარ - საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში გამარჯვებულად ლაშა ტალახაძე  დაასახელა. მძიმეწონოსანმა ძალოსანმა წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები (თან მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარა) მოიგო.

ამ ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი და მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი.

2019 წლის ყველა გამარჯვებული

სპორტსმენი ქალი - ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

სპორტის ზამთრის სახეობაში - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია (ფიგურული ციგურაობა)

წლის აღმოჩენა, ოლიმპიური იმედი (ვაჟი) - ლუკა მაისურაძე (ძიუდო)  

წლის აღმოჩენა, ოლიმპიური იმედი (გოგონა) - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)

ახალგაზრდა სპორტსმენი (U23) სათამაშო სახეობებში - გოგა ბითაძე (კალათბურთი) 

საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი ჭიდაობა)

ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი - გია თენაძე (ძიუდო)

საუკეთესო სპორტული მენეჯერი - კახი კახიაშვილი (ძალოსნობა)

საუკეთესო სპორტული ფედერაცია - ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი - პირველი არხი

რეგიონალური ორგანიზაცია - სეოკ-ის ქვემო ქართლის ორგანიზაცია

ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერი - ავერსი/თელიანი ველი/საქართველოს ბანკი

წლის საუკეთესო პარასპორტსმენი - ირმა ხეცურიანი (პარაფარიკაობა)

🗒 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები