Thumbnail
  • სოკუელამოსი 0:1 რეალ სარაგოსა
  • გიორგი პაპუნაშვილმა სტუმრები თასის მომდევნო ეტაპზე გაიყვანა

გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსა ესპანეთის თასის პირველ ეტაპზე სოკუელამოსს შეხვდა და მეტოქეს 1:0 სძლია. მატჩის ერთადერთი გოლი ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა. მან შეხვედრის 35-ე წუთზე გამოიჩინა თავი და სარაგოსა მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

კოპა დელ რეის პირველ ეტაპზე გათამაშებაში ლა ლიგის რამდენიმე კლუბი ჩაერთო. ყველაზე დიდი სენსაცია რეალ ხაენსა და დეპორტივო ალავესს შორის დაფიქსირდა. ლა ლიგის კლუბმა მეოთხელიგელ გუნდთან მატჩი 1:3 დათმო. რეალ ხაენი მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ლა ლიგის სხვა გუნდების შედეგები

ლოგრონესი 0:5 ეიბარი - მატჩის მიმოხილვა

ინტერსიტი 0:3 ბილბაო - მატჩის მიმოხილვა

ანდორა 1:1 (პენ- 5:6) ლეგანესი - მატჩის მიმოხილვა

ელ ჰოსპიტალეტი 2:3 გრანადა - მატჩის მიმოხილვა

რეალ ხაენი 3:1 ალავესი - მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები