Thumbnail

'აქამდე მხოლოდ ტელევიზორში მინახავს' - გრიზმანი კლასიკოს მოლოდინზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას თავდამსხმელი ელ კლასიკოში პირველად ითამაშებს
  • 28 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს ემოცია გაუზიარა

ბარსელონას თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი მისთვის პირველი "ელ კლასიკოსთვის" განსაკუთრებულად ემზადება. ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის გადადებული მატჩის მოლოდინზე ისაუბრა, რომელიც "კამპ ნოუზე" 18 დეკემბერს გაიმართება.

"ამ არაჩვეულებრივ დაპირისპირებას უწინ ტელევიზორით ვუყურებდი ხოლმე, ახლა კი ოცნების ასრულება და მასში მონაწილეობის მიღება შემიძლია. ეს ის მატჩია, რომელსაც აბსოლუტურად ყველა ელოდება, დაწყებული მოთამაშებიდან, დასრულებული ფანატებით.

იმედი მაქვს, ამ დაპირისპრიებას საუკეთესო ფორმაში შევხვდები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება და რეალთან თამაშის დროს მოედანზე გატარებული წუთებით დავტკბები".

კამპ ნოუზე ელ კლასიკოს დროს ანშლაგი გარანტირებულია

ბარსელონასა და რეალს ლა ლიგაში ჩატარებული 16-16 მატჩის შემდეგ 35-35 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. მესამე ადგილზე 31 ქულით სევილიაა, რომელსაც თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

28 წლის ფრანგი თავდამსხმელი ბარსელონაში 2019/20 წლების სეზონის წინ, მადრიდის ატლეტიკოდან გადავიდა. მიმდინარე ლა ლიგაში კატალონიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 15 მატჩში გრიზმანმა 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები