Thumbnail
  • პირველი ქართველი სუპერ რაგბიში.
  • სანვულვზი 25:32 ბრამბისი.
  • იაპონური კლუბის პირველი ქულა.

სუპერ რაგბის პირველი ტურის შეხვედრაში იაპონურმა სანვულვზმა ავსტრალიურ ბრამბისს უმასპინძლა და დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ქართველო მორაგბეს - ჯაბა ბრეგვაძე არის პირველი ქართველი, რომელმაც სუპერ რაგბიში ითამაშა. ქართველი მორაგბე სათადარიგო იყო. ბრეგვაძე მინდორზე 61-ე წუთზე გამოჩნდა - მან შოტა ჰორი შეცვალა.

რაც შეეხება შეხვედრას, იაპონურმა კლუბმა მეტოქეს პირველი ტაიმი 19:15 მოუგო. მეორე ტაიმში ავსტრალიელებმა მეტოქის გატეხვა მოახერხეს და 32:25 იმარჯვეს. ბრეგვაძის კლუბმა ბონუს ქულის აღება მოახერხა. სანვულვზი მომდევნო მატჩს ავსტრალიური რებელსთან გამართავს.

ახალზელანდიური ჯახი - კრუზეიდერსმა ჩიფსი 45:23 დაამარცხა. კრუზეიდერსი ავსტრალიურ რებელსთან ერთად სუპერ რაგბის ხუთი ქულით ლიდერობს.

იხილეთ მატჩის მომენტები

კომენტარები

ბოლო ამბები