Thumbnail
  • საბა ლობჟანიძით თურქული კლუბი დაინტერესდა
  • ქართველ ნახევარმცველს სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი

დანიური მედიის მტკიცებით, რანდერსის 24 წლის შემტევი ნახევარცმველი საბა ლობჟანიძე შესაძლოა, თურქულ რიზესპორში გადავიდეს. ლობჟანიძეს ამ სეზონში თვე-ნახევარი გაუცდა. მიუხედავად ამისა, ქართველმა ფორვარდმა სუპერლიგაში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. დანიაში მისით დიდი ხანია, რაც ბრონდბიუა დაინტერესებული

რანდერსის სპორტული დირექტორი სიორენ პედერსენი ამბობს, რომ კლუბის ნებისმიერი ფეხბურთელი გაიყიდება, თუ მასში სათანადო ფასს შესთავაზებენ. "საბა ბევრ კლუბს აინტერესებს, მაგრამ ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია", - აცხადებს ის. შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება რანდერსთან. ასე რომ, იანვარში მისი გაყიდვის ბოლო შანსია. 

transfermarkt-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და რანდერსის ნახევარმცველი €900 ათასი ღირს. რანდერსი ზამთრის შესვენებაზე ლაშა პარუნაშვილის ესბიერგთან 3:0 მოგებით გავიდა. ამ შეხვედრაში საბა ლობჟანიძემ პენალტი პანენკას სტილში შეასრულა. რანდერსი 30 ქულით სუპერლიგაში მე-5 ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება ბრონდბიუს. მომდევნო მატჩს გუნდი 16 თებერვალს გამართავს. თუმცა, დიდი ალბათობით, მის რიგებში საბა უკვე არ იქნება. 

რიზესპორი თურქეთის ლაზეთის რეგიონის წარმომადგენელია. თურქულ სუპერლიგში ის 17 ქულით მე-13 პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ თურქულ ელიტაში ერთი ქართველი თამაშობს - ლევან შენგელია კონიასპორის (14 ქულა, მე-15 პოზიცია) ღირსებას იცავს. რიზესპორს ისმაილ ქართალი წვრთნის.

კომენტარები

ბოლო ამბები